თეგებით ძიება

მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი მოქმედება - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, დღევანდელი დღე კარგი დღეა შეხვედრების მოსაწყობად, ურთიერთობის გასარკვევად და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 07:39-დან 11:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მოლძღებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი მოქმედება, მოერიდეთ უხეშობას და უკმეხ გამონათქვამებს, რადგან გარშემომყოფთა უპატივცემულობა მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შეხვედრების მოსაწყობად, ურთიერთობის გასარკვევად და პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, გაუფრთხილდით დასუსტებულ სახსრებს და ხერხემალს. დროებით მოერიდეთ ხორცის, ალკოჰოლის და ტკბილეულის მიღებას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და რაუხტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

წყარო: fortuna.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა