თეგებით ძიება

როგორ შევხვდეთ დაბადების დღეს, რომ მთელი წელი ბედნიერები ვიყოთ და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი წინა 7 და მომდევნო 12 დღე?

და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა ბევრ ადა­მი­ანს არ უყ­ვარს. უფრო მე­ტიც შე­იძ­ლე­ბა ამ დღის მი­მართ აგ­რე­სი­აც კი ჰქონ­დეს, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე თქვე­ნი პი­რა­დი ახა­ლი წე­ლია. ამ დღეს მთე­ლი წლის პროგ­რა­მა იწე­რე­ბა და რო­გორც შეხ­ვდე­ბით "ახალ წელს", ისეც გა­ა­ტა­რებთ მომ­დევ­ნო 12 თვეს. თუ აზრი შე­გაც­ვლე­ვი­ნეთ, მოგ­ვყე­ვით - სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­გიმ­ზა­დეთ, რათა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში ბედ­ნი­ე­რი გახ­დეთ. თუ თქვენს იუ­ბი­ლემ­დე დიდი დროა დარ­ჩე­ნი­ლი, რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ, ახა­ლი წლი­დან და­ი­წყოთ 12 ჯა­დოს­ნუ­რი დღის აღ­ნიშ­ვნა, ან ჩი­ნუ­რი ახა­ლი წლი­დან, ან სუ­ლაც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­ე­ბი­დან (ზამ­თრის ბუ­ნი­ო­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 21-22 დე­კემ­ბე­რი ან გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ო­ბა - 21-22 მარ­ტი). ერთი სი­ტყვით, წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე პე­რი­ო­დია, როცა ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სოდ და­წყე­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე ერთი კვი­რით ადრე, ზოგს ერთი თვით ადრე სირ­თუ­ლე­ე­ბი, და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი ეწყე­ბა. ანუ ეს არის პე­რი­ო­დი, როცა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დაგ­რო­ვი­ლი უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის გამო, ახლა მო­გე­თხო­ვე­ბათ პა­სუ­ხი. ძა­ლი­ან ბევ­რი გრძნობს ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას. თუ ასე­თი რამ ხში­რად ხდე­ბა, ე.ი. ვი­ღა­ცას აბ­რა­ზებ­დით, აწყე­ნი­ნეთ, ისე არ იქ­ცე­ო­დით რო­გორც სა­ჭი­რო იყო და ა.შ. საქ­მე ისაა, რომ და­ბა­დე­ბის დღემ­დე თქვე­ნი პი­რა­დი მზე შე­სუს­ტე­ბუ­ლია, ამი­ტომ, მე­ტად იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი დას­ვე­ნე­ბა­ზე, ნუ და­ხარ­ჯავთ ზედ­მეტ ენერ­გი­ას. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღე­ე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნი 33 ან 66 წლის ხდე­ბა. ეცა­დეთ, მე­ტად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყოთ, შე­გიძ­ლი­ათ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტე­ბი ჩა­ი­წე­როთ კი­დეც, მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რე­ბა რომ გა­ი­მარ­ტი­ვოთ. ზო­გი­ერ­თი და­ბა­დე­ბის დღემ­დე მარ­ხუ­ლობს, გან­მარ­ტოვ­დე­ბა ან ქველ­მოქ­მე­დე­ბას იწყებს (ფუ­ლით, ნივ­თე­ბით). გირ­ჩევთ, და­ბა­დე­ბის დღეს და წინა დღე­საც ჩა­ი­ტა­როთ გამ­წმენ­დი პრო­ცე­დუ­რე­ბი, თუნ­დაც აბა­ნო­ში წახ­ვი­დეთ. კონ­კრე­ტუ­ლად და­ბა­დე­ბის დღეს კი გაღ­ვი­ძე­ბის­თა­ნა­ვე შე­იქ­მნათ პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი, ცრემ­ლე­ბი და უსი­ა­მოვ­ნო ფრა­ზე­ბი.

მაშ ასე, ას­ტრო­ლო­გი­უ­რად და­ბა­დე­ბის დღეს სო­ლა­რი ჰქვია. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზე წრეს აკე­თებს, ზო­დი­ა­ქოს 12-ვე ნი­შანს მო­ივ­ლის და სწო­რედ იმ დღე­ზე დგე­ბა, რო­მელ­შიც თქვენ და­ი­ბა­დეთ. სწო­რედ ამ დღე­საა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და იწყე­ბა თქვე­ნი ახა­ლი წელი. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღის შემ­დე­გი 12 დღე . თი­თო­ე­უ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბულ ენერ­გე­ტი­კას შე­ი­ცავს და სა­სურ­ვე­ლია, მათი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბით გა­ტა­რე­ბა, რად­გან ეს 12 დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა 12 თვეს და სა­სურ­ვე­ლია, 12-ვე დღე გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვით გა­ა­ტა­როთ.

თუმ­ცა, უნდა გი­თხრათ, რომ აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და­ბა­დე­ბის დღის წინა 7 დღეც:
აქ თი­თო­ე­უ­ლი დღე თი­თო­ე­ულ პლა­ნე­ტას შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მათი გარ­კვე­უ­ლი თვი­სე­ბე­ბი გვაქვს გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. გა­დათ­ვა­ლეთ 7 დღე თქვენს და­ბა­დე­ბის დღემ­დე. ბო­ლო­დან პირ­ვე­ლი არის მთვა­რის დღე . მას ორ­შა­ბა­თის დღის თვი­სე­ბე­ბი გა­აჩ­ნია. სა­სურ­ვე­ლია, მი­ი­ზი­დოთ მთვა­რის ენერ­გია. მთვა­რე არის ჩვე­ნი თავი. ამი­ტომ იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ თავ­ზე, და­ფიქ­რდი, ვინ გსურთ, რომ იყოს თქვენს გა­რე­მოც­ვა­ში, ან ვინ უნდა გა­უშ­ვათ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. ამ დღეს არ გეკ­რძა­ლე­ბათ სენ­ტი­მენ­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნა. უფრო მე­ტიც, შე­გიძ­ლი­ათ ფილ­მებ­საც კი უყუ­როთ, რომ­ლე­ბიც ემო­ცი­ებს (იცი­ნოთ, იტი­როთ) აღ­ძრა­ვენ თქვენ­ში. თუ მო­გინ­დე­ბათ, შინ ჰარ­მო­ნი­უ­ლი გან­წყო­ბა შექ­მე­ნით, რამე გემ­რი­ე­ლი მო­ამ­ზა­დეთ. გა­უ­მას­პინ­ძლდეთ დე­დას. თუ ადრე გე­რი­დე­ბო­დათ ახ­ლობ­ლე­ბის­თვის რა­ი­მეს თხოვ­ნა, დღეს შე­გიძ­ლი­ათ ითხო­ვოთ, რომ ახ­ლობ­ლებ­მა მეტი მზრუნ­ვე­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნონ თქვენ მი­მართ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ექ­ვსე დღე მარსსა და პლუ­ტონს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. იყა­ვით მი­ზან­სწრა­ფუ­ლი, ზო­მი­ე­რად სპორ­ტუ­ლი, გა­იწ­მინ­დეთ ორ­გა­ნიზ­მი. ზო­გი­ერთს მო­ე­წო­ნე­ბა მან­ქა­ნის მარ­თვა, სა­თევ­ზა­ოდ ან სა­ნა­დი­როდ წას­ვლა. შე­გიძ­ლი­ათ და­ი­წყოთ რა­მეს კე­თე­ბა (ხელ­საქ­მე) ია­რა­ღე­ბით. და­ა­ლა­გოთ სახ­ლი და გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი, უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბის­გან. იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც, ვინც არ გჭირ­დე­ბათ.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ხუ­თე დღე მერ­კურს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, ახ­ლის შეს­წავ­ლა. თუ და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას აპი­რებთ, მოწ­ვე­ვა ახ­ლობ­ლებს ამ დღეს გა­უგ­ზავ­ნეთ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, იზ­რუ­ნეთ მათ­ზე, შე­გიძ­ლი­ათ ზო­ო­პარკსაც კი ეს­ტუ­მოთ. არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, როცა და­ბა­დე­ბის დღემ­დე ხუთი დღით ადრე ადა­მი­ანს სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, აფე­რა­ში ჩარ­თვას სთა­ვა­ზო­ბენ. ეს ცდუ­ნე­ბაა და არ­ჩე­ვა­ნი, რო­მელ­საც გა­ა­კე­თებთ, თქვენს მო­მა­ვალ­ზეც აი­სა­ხე­ბა.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ო­თხე დღე პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის ენერ­გი­ას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამ დღეს აან­თეთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ სამ­ყა­როს ყვე­ლაფ­რის­თვის (კარ­გიც და ცუ­დიც), რაც იყო თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, ადა­მი­ა­ნებს, ვინც მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში კარ­გი გა­გი­კე­თათ, პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი მო­უმ­ზა­დეთ. კარ­გია ქველ­მოქ­მე­დე­ბაც, გა­ე­ცით ფული, ნივ­თე­ბი. და­აკ­ვირ­დით, ვინ გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან გურუ ; და­აკ­ვირ­დით მის რჩე­ვებ­საც. ჩა­ე­წე­რეთ სას­წავ­ლო კურ­სზე. კარ­გია ცურ­ვა.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­სა­მე დღე პლა­ნე­ტა ვე­ნე­რას შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მო­ი­წეს­რი­გეთ სა­კუ­თა­რი თავი, შე­ი­ძი­ნეთ პრო­დუქ­ტე­ბი, სა­მო­სი. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. ერთი სი­ტყვით, ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბით და­იტ­ვირ­თეთ თავი.

და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ო­რე დღე სა­ტურნს შე­ე­სა­ბამ­დე­ბა. კარ­გია ამ დღეს დი­ე­ტის დაც­ვა ან გან­ტვირ­თვის დღის მო­წყო­ბა. არ თქვათ ცუდი სი­ტყვე­ბი, სა­სურ­ვე­ლია, შე­ამ­ცი­როთ შეხ­ვედ­რე­ბი. მო­ა­წეს­რი­გეთ პი­რა­დი ნივ­თე­ბი. სა­ტურ­ნი შა­ბა­თის დღეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა და გა­იხ­სე­ნეთ ებ­რა­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ დღეს ის­ვე­ნე­ბენ და ას­კე­ტუ­რად ატა­რე­ბენ. გა­და­ხე­დეთ და გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ ჩავ­ლი­ლი წელი . ჩა­მო­წე­რეთ სა­მო­მავ­ლო საქ­მე­ე­ბი და გეგ­მე­ბი, რაც გსურთ, რომ მომ­დევ­ნო წელს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ . ძვე­ლად სა­ტურნს გა­მო­სა­ხავ­დნენ რო­გორც ცე­ლი­ან არ­სე­ბას, ჰოდა, და­უმ­ტკი­ცეთ სიკ­ვდილს, რომ ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ უამ­რა­ვი გეგ­მა გაქვთ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და არც კი გა­მო­ი­ხე­დოს თქვენ­კენ. თუმ­ცა, შე­გიძ­ლი­ათ აან­თოთ სან­თე­ლი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხადთ თქვენს წი­ნაპ­რებს, რომ­ლე­ბიც ლო­ცუ­ლო­ბენ ამ­ქვეყ­ნად თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ამ დღეს შე­გიძ­ლი­ათ იტი­როც კი­დეც, გა­იწ­მინ­დოთ (სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად), რათა და­ბა­დე­ბის დღეს უკვე სუფ­თა შეხ­ვდეთ.

და­ბა­დე­ბის დღე - მზის დაბ­რუ­ნე­ბა. თუ იცით თქვე­ნი და­ბა­დე­ბის მო­მენ­ტში რო­მელ გრა­დუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და მზე და სო­ლარს გა­ა­კე­თებთ, ნა­ხეთ, რო­მელ სა­ათ­ზე დგე­ბა თქვე­ნი და­ბა­დე­ბის დღე და ამ სა­ათ­ზე კარ­გია ლოც­ვა, მე­დი­ტა­ცია. არ გირ­ჩევთ და­ბა­დე­ბის დღეს ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას. აგ­რეთ­ვე, ძა­ლი­ან ბევ­რმა იცის და­ბა­დე­ბის დღე­ზე სა­საფ­ლა­ო­ზე (მშობ­ლე­ბის, შვი­ლე­ბის) გას­ვლა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში! წინა დღეს მო­იხ­სე­ნი­ეთ თქვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში და­ბა­დე­ბის დღეს. აგ­რეთ­ვე მო­ე­რი­დეთ ამ დღეს პა­ნაშ­ვიდ­სა და დაკ­რძალ­ვა­ზე წას­ვლას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მომ­დევ­ნო 12 დღე არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვა აქვს:
და­ბა­დე­ბის დღი­დან პირ­ვე­ლი დღე (ანუ პირ­ვე­ლი დღე არის ნუ­ლო­ვა­ნი) შე­ე­სა­ბა­მე­ბა ვერ­ძის , პირ­ვე­ლი სახ­ლის ენერ­გი­ას. გირ­ჩევთ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე (ბლო­გის წერა, დი­ე­ტა, პრო­ექ­ტი და ა.შ.), რო­მელ­საც მთე­ლი წელი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თქვენ თა­მა­მად უნდა გა­დად­გათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი. იმოქ­მე­დეთ სა­კუ­თა­რი გო­ნე­ბით. გა­ა­კე­თეთ ის, რაც თქვენ გსურთ და რო­გორც მი­გაჩ­ნი­ათ სა­ჭი­როდ. რათა მთე­ლი წელი იყოთ ლი­დე­რი და არა სხვე­ბით მარ­თუ­ლი. ნუ და­გეგ­მავთ ამ დღეს დიდ წვე­უ­ლე­ბას, არ გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი. თუმ­ცა, ახ­ლობ­ლებს ტკბი­ლე­უ­ლო­ბი­თა და გემ­რი­ე­ლო­ბით შე­გიძ­ლი­ათ გა­უ­მას­პინ­ძლდეთ. მო­ე­რი­დეთ ეგო­იზ­მის გა­მოვ­ლე­ნას, ახ­ლობ­ლე­ბის და­ჩაგ­ვრას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­რე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კუ­როს და მე­ო­რე სახ­ლს - ფული, რე­სურ­სე­ბი. არ გირ­ჩევთ ამ დღეს ფუ­ლის უაზ­როდ ხარ­ჯვას. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა სა­ჩუქ­რად ფული მი­ი­ღოთ ან შე­გიძ­ლი­ათ, სა­კუ­თარ თავს ან­გა­რიშ­ზე ტერ­მი­ნა­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი თან­ხა გა­და­უ­რი­ცხოთ, თუნ­დაც 5 ლარი. ეცა­დეთ, არც ამ დღეს გა­დატ­ვირ­თოთ ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. რად­გან მთე­ლი წელი არ იყოთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ჭა­მა­ზე და არ მო­ი­მა­ტოთ წო­ნა­ში. და­გეგ­მეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი და გეგ­მე­ბი, რაც ფულს მო­გი­ტანთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­სა­მე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ტყუპს და მე­სა­მე სახ­ლს. ეს არის მე­გობ­რებ­თან, და-ძმებ­თან შეხ­ვედ­რის, ლა­პა­რა­კი­სა და მი­მო­წე­რის დღე. აკონ­ტრო­ლეთ სი­ტყვე­ბი. არც ამ დღეს გირ­ჩევთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას, რად­გან ნას­ვამ­მა არ გათ­ქვათ გეგ­მე­ბი, იდე­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, შეხ­ვდეთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს, კარ­გი დღეა სწავ­ლის და­სა­წყე­ბად, წიგ­ნის წა­სა­კი­თხად. მო­ე­რი­დეთ და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას, აჩ­ქა­რე­ბას დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და ლაქ­ლაქს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ო­თხე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა კირჩხიბს და მე­ო­თხე სახ­ლს. სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რა უმ­ჯო­ბე­სია შინ გა­შა­ლოთ და შეკ­რი­ბოთ ნა­თე­სა­ვე­ბი, უმას­პინ­ძლეთ მე­გობ­რებს. გა­იხ­სე­ნეთ ამ­ქვეყ­ნი­დან წა­სუ­ლი წი­ნაპ­რე­ბი. იყა­ვით მომთმე­ნი, ნუ აჩ­ქარ­დე­ბი­თი და ნუ იქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი. თუ დღეს იჩხუ­ბებთ, მთე­ლი წელი უსი­ა­მოვ­ნე­ბა­ში გა­ა­ტა­რებთ. სა­სურ­ვე­ლია, ეს დღე შინ გა­ა­ტა­როთ, თუ დიდი სუფ­რის გაშ­ლას არ აპი­რებთ, ტკბი­ლე­უ­ლი მა­ინც და­დეთ მა­გი­და­ზე, ამ­გვა­რად პა­ტივს მი­ა­გებთ წი­ნაპ­რებს, ვისი ლოც­ვაც მთე­ლი წელი გაგ­ყვე­ბათ. მო­ე­რი­დეთ სახ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფას, კონ­ფლიქტს ოჯა­ხის წევ­რებ­თან (მშობ­ლებ­თან, შვი­ლებ­თან).

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ხუ­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ლომს და მე­ხუ­თე სახ­ლს. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლის, გარ­თო­ბის, შე­მოქ­მე­დე­ბის დღე. გა­ა­ტა­რეთ მეტი დრო ბავ­შვებ­თან ერ­თად. სექ­სი ამ დღეს აკ­რძა­ლუ­ლი არაა, მაგ­რამ ენერ­გე­ტი­კა­ზე ცუ­დად მოქ­მე­დებს. მო­ე­რი­დეთ აზარტს, ლა­ტა­რი­ას და ფულ­ზე თა­მაშს, ნუ ჩა­ი­ხე­დე­ბით სხვის სა­ფუ­ლე­ში სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, წარ­მო­იდ­გი­ნეთ (უმ­ჯო­ბე­სია და­წე­როთ), რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გსურთ მე­წყვი­ლედ და ძა­ლი­ან მალე ის გა­მოჩ­ნდე­ბა თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში .

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ექ­ვსე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა ქალ­წულს და მე­ექ­ვსე სახ­ლს. აკე­თეთ ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბი, იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­სტრუ­მენ­ტე­ბით მუ­შა­ო­ბა. თუ დას­ვე­ნე­ბის დღე გაქვთ, სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი შე­ას­რუ­ლეთ. სამ­სა­ხურ­ში თუ ხელ­მძღვა­ნელ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ხართ, მო­ე­რი­დეთ ბრძა­ნე­ბე­ბის გა­ცე­მას, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბულ­მა კი არ შე­ას­რუ­ლოთ მი­თი­თე­ბე­ბი, რად­გან მთელ წელს სხვის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მო­გი­წევთ ყოფ­ნა. და­ფიქ­რდით, რისი გა­კე­თე­ბა გსურთ, რა სფე­რო­ში ისურ­ვებ­დით მუ­შა­ო­ბას. სწო­რედ ამ დღეს შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ნუ მი­ე­ძა­ლე­ბით ალ­კოჰოლს. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი მე­ექ­ვსე დღე მტკი­ცე ჯან­მრთე­ლო­ბას გპირ­დე­ბათ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მეშ­ვი­დე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა სას­წორს და მეშ­ვი­დე სახ­ლს. ეს არის პარტნი­ო­რო­ბის დღე. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის, ხოლო საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რის მი­მართ - კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. არ გირ­ჩევთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. გა­ა­ტა­რეთ ეს დრო თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, მაგ­რამ ნუ ეც­დე­ბით მათ­თით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, ნუ და­ა­და­ნა­შა­უ­ლებთ მათ სა­კუ­თარ უიღ­ბლო­ბა­ში. თუ ეძებთ პარტნი­ორს (საქ­მი­ანს ან სა­სიყ­ვა­რუ­ლოს), ჩა­მო­წე­რეთ ყვე­ლა ის თვი­სე­ბა და ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბი, რაც უნდა ახა­სი­ა­თებ­დეს. ამ დღეს სახ­ლი­დან ძა­ლი­ან შორს ნუ გა­ემ­გზავ­რე­ბით. ნურც ორ­გა­ნიზმს გა­დატ­ვირ­თავთ მავ­ნე საკ­ვე­ბი­თა და ალ­კოჰო­ლით. ნუ აჰ­ყვე­ბით ინ­სტინ­ქტებს, მო­ე­რი­დეთ აჩ­ქა­რე­ბას.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მერ­ვე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მო­რი­ელს და მერ­ვე სახ­ლს. ეს არის საფრ­თხი­ლო, კრი­ზი­სის დღე. მო­ე­რი­დეთ ექ­სტრიმს (სპორ­ტშიც) და აზარტს. იყა­ვით მე­ტად გა­აზ­რე­ბუ­ლი. შე­ი­ა­რეთ ბან­კში, თუნ­დაც ისე, რად­გან ბან­კში არის ფუ­ლის ენერ­გია, მერ­ვე დღე კი დიდი ფუ­ლის ენერ­გი­აა. და­ი­მუხ­ტეთ ამ ენერ­გი­ით, რომ მთე­ლი წელი ფული ულე­ვად გქონ­დეთ. მშვიდ გა­რე­მო­ში გა­ა­ტა­რეთ ეს დღე. ნუ მი­ი­ღებთ და­უ­ფიქ­რე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ გა­დატ­ვირ­თვას. ნუ აჰ­ყვე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს. სა­მა­გი­ე­როდ, კარ­გია ვა­ლე­ბი­სა და კრე­დი­ტე­ბის და­ფარ­ვა.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ცხრე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მშვილ­დო­სანს და მე­ცხრე სახ­ლს. ცოდ­ნი­სა და რე­ლი­გი­ის დღეა. აუ­ცი­ლებ­ლად შე­დით ტა­ძარ­ში, და­ი­მუხ­ტეთ პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გი­ით. აუნ­თეთ სან­თე­ლი თქვენს წი­ნაპ­რებს და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეთ, ყვე­ლა­ფე­რის­თვის, რაც ახლა გაქვთ. არა­ვის ას­წავ­ლოთ ჭკუა, არა­ვის მო­ახ­ვი­ოთ სა­კუ­თა­რი აზრი. გან­სა­კუთ­რე­ბით, პო­ლი­ტი­კურ და რე­ლი­გი­ურ სა­კი­თხებ­ზე. მო­ე­რი­დეთ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვას. კარ­გია სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნე­ბის კი­თხვა. ამ დღეს არ გირ­ჩევთ უცხო­უ­რი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ცოდ­ნას და გა­მო­ი­ყე­ნებთ თქვენს ცოდ­ნას თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოდ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­ა­თე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თხის რქას და მე­ა­თე სახ­ლს. კა­რი­ე­რუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის, ამ­ბი­ცი­ე­ბის დღეა. ნუ იქ­ნე­ბით მბრძა­ნე­ბე­ლი, არა­ვის მი­უ­თი­თოთ, რა გა­ა­კე­თოს, თუ გსურთ, რომ რამე თქვენ გა­გი­კე­თონ, ითხო­ვეთ (რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც არ უნდა იყოთ). თა­ვად კი შე­გიძ­ლი­ათ გა­ა­კე­თოთ ის, რა­საც მოგ­თხო­ვენ. ნუ აი­ცი­ლებთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, ნურც სა­კუ­თარ საქ­მე­ებს გა­ა­კე­თე­ბი­ნებთ სხვას. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, ჩა­მო­წე­რეთ, რისი მიღ­წე­ვა გსურთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნუ და­ი­ვი­წყებთ ოჯახს.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თერ­თმე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა მერ­წყულს და მე­თერ­თმე­ტე სახ­ლს. სხვა­თა შო­რის ამ დღე­საც შე­იძ­ლე­ბა და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა. შეკ­რი­ბეთ მე­გობ­რე­ბი. თუმ­ცა, ნუ შე­ი­ძენთ ახალ სა­მოსს, ნივ­თებს, თვი­სე­ბებს. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დროს მო­ის­მი­ნეთ, რას გე­უბ­ნე­ბი­ან სხვე­ბი, ყური და­უგ­დეთ რჩე­ვებს. გა­წევ­რი­ან­დით სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ჯგუ­ფებ­ში. ამ დღეს კარ­გია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. სწო­რად გა­ტა­რე­ბუ­ლი ეს დღე მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, რთუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბიც კი მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლოთ.

და­ბა­დე­ბის დღი­დან მე­თორ­მე­ტე დღე შე­ე­სა­ბა­მე­ბა თევ­ზებს და მე­თორ­მე­ტე სახ­ლს. ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ათ, არც სა­კუ­თა­რი კომ­პლექ­სე­ბი გა­ა­ფე­ტი­შოთ. გა­მოთ­ქვით თქვე­ნი აზრი თა­მა­მად, ჩა­იც­ვით ის, რაც გსურთ, და­ი­ვი­წყეთ "რას იტყვის ხალ­ხი". ნუ გე­ში­ნი­ათ. არ მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა ცრურ­წმე­ნებს. არ გახ­დეთ სხვი­სი ტყუ­ი­ლე­ბის მსხვერ­პლი. თა­ვა­დაც ეცა­დეთ, არა­ვინ მო­ა­ტყუ­ოთ, არ გას­ცეთ და­პი­რე­ბე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი. უმ­ჯო­ბე­სია, ამ დღეს გან­მარ­ტოვ­დეთ, ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ თავს. თა­მა­მად მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, ნუ გა­ეხ­ვე­ვით სა­ეჭ­ვო პრო­ექ­ტებ­ში, ჩახ­ლარ­თულ საქ­მე­ებ­ში.

ბედ­ნი­ერ დღე­ებს გი­სურ­ვებთ!


ავტორი:
რუსა გელაშვილი



წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა