თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

445 - თბილისში, 369 - აჭარაში - კორონავირუსის უახლესი სტატისტიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსის უახლეს სტატისტიკასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა:
„დღეის მდგომარეოიბით დადასტურებული გვაქვს ახალი 1 351 შემთხვევა. ქვეყნის მასშთაბით სულ დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 21 208-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში არის 337, ჯამში 9 00-მა მოქალაქემ დაამარცხა ინფექცია.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 14 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 172-ს.

დღეს გამოვლენილი 1 351 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირებულია 445, აჭარის რეგიონში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-თიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1. ამ ეტაპზე აქტიური შემთხვევა გახლავთ 11 033, მათ შორის 3 071 მკურნალობას გადის კლინიკებში, მძიმე პაციენტი გვყავს 372, კრიტიკულად მძიმე - 78, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

1 772 მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, 6 544 ადამიანი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის, ამ ეტაპზე საკარანტინე სივრცეში იმყოფება 4 462 პირი. დღეის მდგომარეობით თვითიზოლაციაში გვყავს 21 700-მდე პირი“.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა