თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

"თუ აპოკალიფსი იქნება გამოვალთ და ჩვენ ვიტყვით" - ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტყულია ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის სისტემა პანდემიას ვერ უმკლავდება. ნათია მეზვიშვილი აცხადებს, რომ აბსურდიათითქოს ქვეყანაში საწოლებისა და ტესტების დეფიციტია და საავადმყოფოები პაციენტებს ვერ იღებენ.
ასევე მან აღნიშნა,რომ სიმართლეს არ შეესაბამება სხვადასხვა ინფორმაციები, რომლებსაც მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ და წერენ რომ ექიმები პაციენტებთან დროულად ვერ მიდიან და ყურადღებას არ აქცევენ.

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევები ერთეულია და "ერთეული შემთხვევების გამო პანიკას არ უნდა ავყვეთ".

მეზვრიშვილი მედიასაც მიმართავს და მოუწოდებს, დაეყრდნონ მხოლოდ იმ ოფიციალურ განცხადებებს, რომლებსაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები ავრცელებენ.

„თუ აპოკალიფსი იქნება გამოვალთ და ჩვენ ვიტყვით. სიმართლე არის ის, რასაც ვყვებით ამ ტრიბუნიდან საბჭოს წევრები“- აღნიშნავს ნათია მეზვრიშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა