პანდემიისას სასწრაფოს 2-3 საათი დაყოვნება ნორმალურია - ჯანდაცვის მინისტრი
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, “სასწრაფო გამოძახების ბრიგადებს აქვთ 2 საათიდან 3 საათამდე დაყოვნება, რაც პანდემიის პერიოდში სრულიად ნორმალურია”.
“ჩვეულებრივი ვირუსის პერიოდშიც ჩვენ მსგავსი შემთხვევები გვქონია და ეს არ წარმოადგენს საგანგაშო კომპონენტს, რადგან ვირუსით დაავადებული ადამიანი არ არის კარდიოლოგიური ან ნევროლოგიური სისტემით დაავადებული ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება 20 წუთში სასწრაფო ბრიგადის ადგილზე მისვლა. ეს არის გეგმიური პროცესი. ამ პერიოდში ჩვენი ექიმები საჭიროებენ თავიანთი აღჭურვილობის გამოცვლას, ისინი მუშაობენ სრული დატვირთულობით, აქედან გამომდინარე, ეს პრეტენზია სასწრაფო დახმარების სამსახურის მიმართ არის არაკორექტული”, – განაცხადა ტიკარაძემ.
წყარო:newposts.ge