თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი - ვინ იყო 30 წლამდე გარდაცვლილი პაციენტი?

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ყველაზე ახალგაზრდა, 30 წლამდე ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაცვლილად ითვლება, ნინოწმინდიდან თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალს ქრონიკული თანხმლები დაავადებები ჰქონდა : ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა, ასევე ქალი ჭარბწონიანი იყო .

ცხელების ცენტრში პაციენტი კიორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა ის მანამდე გარდაიცვალა, სანამ ტესტის პასუხი იქნებოდა.

ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა და ის კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა