თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

კორეაში ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა

სამხრეთ კორეაში გასულ კვირას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ 5 ადამიანი გარდაიცვალა, რამაც მოსახლეობაში ვნებათაღელვა გაამძაფრა იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა უსაფრთხო კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება.

ხელისუფლების თქმით, ამ დროისთვის არ არსებობს მიზეზი, რომლითაც გასულ კვირას ადამიანების გარდაცვალებას დავაკავშირებდით ვაქცინასთან, თუმცა გამოძიება რეალური მიზეზის დასადგენად ამ დრომდე მიმდინარეობს. აგრეთვე ხდება სხეულის გაკვეთა და მათი შესწავლა.

„ჩვენთვის რთულია, გავაკეთოთ კატეგორიული განცხადებები“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა შორის არის როგორც 70 წლის მამაკაცი და აგრეთვე 17 წლის არასრულწლოვანი ბიჭიც.

ამ დრომდე შეჩერებულია გაურკვეველი ვადით ეროვნული ვაქცინაციის პროგრამა სამხრეთ კორეაში. 17 წლის ბიჭი პირველი მსხვერლი იყო, რომელიც ვაქცინის მიღების შემდეგ გარდაიცვალა. იგი ვაქცინის მიღებიდან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. მთავროაში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილია 30 მილიონი ადამიანის აცრა იმისათვის, რათა ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოინგრეს მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან ერთად მოიმატებს სეზონური გრიპით დაავადებული ადამიანების რიცხვი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა