თეგებით ძიება
21. 10. 2020 COVID - 19

როდის არის კორონავირუსული ინფექციის გართულება ნულის ტოლი?

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ „იმედის დღეში“ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ინფიცირებულებს საშიშროება არ ემუქრებათ, რადგან კვალიფიციური ექიმები წყვეტენ, რამდენად ესაჭიროება პაციენტს კლინიკური მომსახურება:
"პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები კარგად არიან გადამზადებულები და კიდევ გრძელდება მათთან ტრენინგები. მთავარია, გადაწყვეტილება სწორად მივიღოთ - ვისი დატოვება შეიძლება ბინაზე და ვისი - არა. თუკი კვალიფიციური ექიმი სწორად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პაციენტის ბინაზე დატოვება შეიძლება, ამ შემთხვევაში ინფიცირებულს საშიშროება არ ემუქრება.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ექიმების მიერ რისკ-ჯგუფებს, თუ პაციენტი რომელიმე რისკგ-ჯუფს არ მიეკუთვნება, ამ ინფექციის გართულება თითქმის ნულია“, - აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა