თეგებით ძიება
22. 10. 2020 COVID - 19

აშშ, რუსეთი, ინდოეთი, საფრანგეთი, - ქვეყნები, სადაც უკანასკნელ 24 საათში კორონავირუსის ზრდის შემაშფოთებელი მაჩვენებლები დაფიქსირდა

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მთელ მსოფლიოში ძალზე მასშტაბურად იზრდება. დიდია ეპიდემიური აფეთქების ზონა ევროპაში. რუსეთში კოვიდ 19-ით დაავადების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა უკანასკნელ 24 საათში-დაინფიცირდა 15 971 ადამიანი, ხოლო 290 მათგანი კი დაიღუპა. საერთო ჯამში ქვეყანაში 25 942 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო ინფიცირების 1 463 306 შემთხვევაა უკვე აღიშული. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელთა თქმით, ვირუსი უკვე 1 107 988 ადამიანმა დაამარცხა.

უმძიმესი მდგომარეობაა აგრეთვე ინდოეთშიც, სადაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 მილიონამდე ადამიანს შეადგენს. ბოლო დღე-ღამის განამვლობაში დაავადების 55 838 შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 702 ადამიანი კი გარდაიცვალა.

რეკორდული მაჩვენებელი გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში დაფიქსირდა, სადაც 62 735 ადამიანს დაუდასტურდა კოვიდ-19, 1124-მა კი სიცოცხლე ფატალურად დაასრულა. საერთო ჯამში აშშ-ში 8 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 222 176 პაციენტი გარდაიცვალა.

რთული მდგომარეობაა აგრეთვე უშუალოდ ევროპის კონტინენტურ ნაწილშიც- საფრანგეთში ბოლო 24 საათში 26 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ მაჩვენებლით ინფიცირების რაოდენობის 1 მილიონიან ნიშნულს გადააჭარბეს. ქვეყანაში 34 075 ადამიანი ვირუსით გარდაიცვალა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა