ყველაზე ვნებიანი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ასტროლოგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით გამოყოფენ სამ ქალს, რომლებიც განსაკუთრებულად ვნებიანები არიან და ხშირად ხდებიან ე.წ. სასიყვარულო სამკუთხედის მთავარი გმირები.
ვერძი
ვნებიანი, თავნება, დამოუკიდებელი და ძალიან აქტიური ქალია. ერთი სიტყვით მოუთვინიერებელი. მამაკაცებსაც სწორედ მისი ეს ძნელად დასამორჩილებელი ხასიათი და მკვეთრი ტემპერამენტი ხიბლავთ. სასიყვარულო სამკუთხედში ძირითადად იმ მიზეზით ხვდება, რომ მუდამ მიუწვდომელი მამაკაცებით იხიბლება. ამიტომ პრინციპი "რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები" სწორედ ვერძ ქალზეა ზედგამოჭრილი. როგორც წესი, საყვარელი ადამიანის გამო, იგი ძალიან ბევრზეა წამსვლელი. თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი გრძნობა საპასუხო და ძლიერია. მარტოოდენ ფულის, სოც-მდგომარეობის ან კარიერული წინსვლის გამო, ქალი ვერძი სხვას ქმარს არასოდეს წაართმევს. საამისოდ მას გაცილებით უფრო გლობალური მიზეზი სჭირდება.
ლომი
ქალი ლომი ბუნებით, არსით, სულით დედოფალია და თუნდაც გარეგნობა არ უწყობდეს საამისოდ ხელს, ის მაინც მოახერხებს მამაკაცების მოხიბვლას საკუთარი გრაციოზულობის, ელეგანტურობისა და დახვეწილი მანერების ხარჯზე. იგი მუდამ მოწესრიგებული, უზადოდ შემოსილი და შარმიანია. ჰოდა, აბა, რომელი კაცი იტყვის უარს დედოფლის ხელში ჩაგდებაზე? ლომები ამბიციური და ამაყი ინდივიდები არიან. მისთვის მეტოქეს არათუ არ გააჩნია რაიმე მნიშვნელობა, ის უბრალოდ არც იმჩნევს მის არსებობას ამ ქვეყანაზე. თუ მამაკაცი უყვარს (ლომს კი სიყვარულის განსაკუთრებული უნარი აქვს, მოგეხსენებათ ზოდიაქოს ეს ნიშანი გულით იმართება!) ბოლომდე და ღირსეულად გადაიტანს ნებისმიერი სახის ქარტეხილებს. არ შეუშინდება საზოგადოების გაკიცხვას და საყვარელი ადამიანის გვერდზე ყოფნას, ყალბ ოჯახურ ბედნიერებას არ ანაცვალებს.
მორიელი
მას საოცარი მაგნეტიზმი, უზომოდ დიდი სექსუალური ტემპერამენტი და მიმზიდველობა გააჩნია. შესაძლოა ზოგჯერ იგი შეუხედავი, არცთუ იდეალური სხეულის პროპორციების მქონე, გაუცინარი და უხასიათო ქალიც იყოს, მაგრამ არის მასში ის რაღაც, განსაკუთრებული ხიბლი, რაც მამაკაცებს ატყვევებს და საღი გონებით მოქმედების უნარს დიდი ხნით აკარგვინებს. ქალი მორიელი ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი და ამტანია. მას ნებისმიერი მამაკაცის გაცურება და გამოყენება შეუძლია. ზოგჯერ ოსტატურად სჩადის კიდეც ამას და არც ის მიაჩნია სამარცხვინოდ, საკუთარ სხეულს თუ სარფიან დივიდენტად გამოიყენებს. თუმცა, თუკი მისი გულის კარი რომელიმე მამრმა მართლაც გატეხა ამ ქალს უზომო, წრეგადასული და მარადიული სიყვარული შეუძლია. და მაშინ იგი ფეხებზე დაიკიდებს საზოგადოების, მეგობრების, ახლობლების, თვით ოჯხის წევრების შეხედულებას და აზრს, სასტიკ ომს გამოუცხადებს ყველას, ვინც მას ან მის გულის სწორს, ან სულაც ამ ორის სასიყვარულო კავშირს შეეხება და არასოდეს წავა ღალატზე, მაშინაც კი თუკი მისი სატრფო ამქვეყნად აღარ იქნება.
წყარო:newposts.ge