კორონავირუსი სასწავლო დაწესებულებებში - კოვიდინფექცია 143-ე ბაღის ძიძას დაუტასტურდა
თბილისის კიდევ ერთ საბავშვო ბაღში კორონავირუსი გამოვლინდა - კორონავირუსი 143-ე ბაღის ძიძას დაუდასტურდა.
ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ადასტურებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბაღის თანამშრომელმა სწრაფი ტესტი ჩაიტარა და რამდენიმე წუთის წინ მიღებული პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, 143-ე ბაგა-ბაღი სააღმზრდელო პროცესს ხვალიდან შეაჩერებს.
წყარო:newposts.ge