ახალი ანტირეკორდი საქართველოში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 350 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 183-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 408 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 3 155 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 848-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.