აშშ-ში რემდესივირი ოფიციალურად დამტკიცდა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად
ამერიკის წამლისა და სურსათის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორონავირუსით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ ანტივირუსული პრეპარატი „რემდესივირი“ ოფიციალურად დაადასტურა- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
აშშ-ს ჯანდაცვის უწყების თანახმად ამოქმედდა კონკრეტული პროტოკოლი რის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ზემოხსენებული პრეპარატის გამოყენება- ჰოსპიტალიზების დროს რემდესივირით მკურნალობა დაშვებულია მოზრდილებისთვის და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, რომელთა წონა მინიმუმ 40 კილოგრამს შეადგენს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ჩატარებული კვლევებით დადგინდა სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობა კორონავირუსიანი პაციენტების განკურნებაში. რემდესივირმა კოვიდ 19-ით დაავადებულის მკურნალობის დრო მინიმუმ ხუთი დღით შეამცირა.
მკაცრადაა ხაზგასმული წამლისა და საკვების ადმინისტრაციაში ის ფაქტი, რომ რემდესივირის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ საავადმყოფოებში ან მსგავსი ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში.
წყარო:newposts.ge