თეგებით ძიება
23. 10. 2020 COVID - 19

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო ინფიცირებულთა რაოდენობით წითელ ზონაში გადავიდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა.

ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში არსებული მონაცემებით, 100 ათას მოსახლეზე, ინფიცირების მაჩვენებელი უკვე გვაქვს 26. შედეგად, ჩვენი, შიდა „შუქნიშნის“ მიხედვით, ნარინჯისფერიდან გადავედით წითელ ზონაში. ამას გიდასტურებთ, მაგრამ მეორე მაჩვენებელი, კუმულატიური მაჩვენებელი, რომელსაც ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ითვლის, იქაც ავცილდით 300-ს, მაგრამ კარგი მაჩვენებელი გაქვს ტესტირებაში. მილიონ მოსახლეზე გვაქვს 213 თუ 214 ათასი ტესტი“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა