ამირან გამყრელიძე - შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება, ნოემბერში პიკში შევალთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პიკი, დაახლოებით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება.
ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
„ნუ მივეცემით ნურც პანიკას და ნურც დამშვიდებას. შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. ნახეთ, რომ გუშინდელთან შედარებით, დაახლოებით 200-ით არის მომატებული. ეს ზრდა ჯერ გაგრძელდება. ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ დაახლოებით, ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში“, – განაცხადა გამყრელიძემ.
წყარო: https://1tv.ge/