თეგებით ძიება
23. 10. 2020 COVID - 19

დღეში 3000-4000 ახალი შემთხვევა გვექნება – პაატა იმნაძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეპიდემიოლოგების პროგნოზზე ისაუბრა.

მისი თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებში საქართველოში დღეში 3-4 ათას კოვიდინფიცირებულს ვარაუდობენ.

„ხვალ გვექნება ჩვენი განახლებული პროგნოზები. დაახლოებით 3 სხვადასხვა მათემატიკურ მოდელს ვიყენებთ და დღეში ალბათ 3-4 ათასი შემთხვევა იქნება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო დღეებში 8-9 ათასი ტესტი ტარდება.

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა აღირიცხა, 350 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა