მოწმიდან ბრალდებულამდე?- ბანკის ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბკლიანი გაუჩინარდა - "გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი"
ამ დრომდე უცნობია სად იმყოფება ზუგდიდში, ძარცვისას მძევლად აყვანილი დავით ხვიბლიანი. მას მედიასთან ერთად, ოჯახის წევრებიც ეძებენ.
ხვიბლიანი ერთ-ერთია, რომელმაც ბანკი თავდამსხმელთან ერთად დატოვა. მის მიმართ კი მედიამ კითხვები მას შემდეგ დასვა, რაც გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ახალგაზრდა მამაკაცი შეიარაღებული თავდამსხმელის თანამზრახველი იყო.
დავით ხვიბლიანს სამსრთალდამცავები ყველაზე მეტ ხანს - 12 საათის განმავლობაში კითხავდნენ. დაკითხვის დასრულების შემდეგ კი ის სამხედრო პოლიციამ ზუგდიდის სამხარეო პოლიციიდან ისე გაიყვანა, რომ მედიას მასთან მიახლოების საშუალება არ ჰქონოდა.
"გთხოვთ, დამეხმარეთ! არ ვიცი სად არის ჩემი შვილი. ვინ ნახა რომ გამოუშვეს, ყვალა ტელევიზია იქ იდგა და არავის დაუნახავს. სამხარეოდან წამოსვლის შემდეგ გალდავასაც შევხვდი, თუმცა მანაც არ იცის. ჩვენთვის არავის დაურეკავს"- აცხადებს ხვიბლიანის მამა.
წყარო: http://newposts.ge/