ოპოზიცია თამარ ჟვანიასთან კამერების წინ შეხვედრას ითხოვს
საარჩევნო ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანისთან შეხვედრას მოითხოვენ, რომელიც გაშუქდება მედიაში რათა საჯაროდ მოხდეს ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვა. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ძალა ერთობაშიას ლიდერებმა სალომე სამადაშილმა, თამარ კორძაიამ და გაერთიანების წარმომადგენელმა ცესკოში ბექა ბასილაიამ ისაუბრეს. "საკუთარ მარცხში დარწმუნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტეს, რომ კორონა პანდემია გამოიყენონ საარჩევნო მიზნებისთვის. უკანასკნელ დღეებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ყოველდღიურ რეჟიმში იღებს ახალ დადგენილებებს, რომელიც როგორც ჩანს ქმნის ისეთ პირობებს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ სჭირდება არჩევნების კომფორტულად გასაყალბებლად. იმისთვის, რომ ამ არჩევნებს ჰქონდეს ლეგიტიმურობის პრეტენზია როგორც ჩვენი საზოგადოების, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში, უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა გადაწყვეტილება, უზრუნველყოფდეს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლების - არჩევნებში მონაწილეობის უფლებას"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. თამარ კორძაიას თქმით კი, პოლიტიკურ პარტიებს არ ეძლებათ შესაძლებლობა დროულად იყვნენ იმფორმირებულები და დაესწრონ ე.წ სპეციალური უბნების გახსნის და პირველი სხდომის წარმართვის პროცედურებს "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ერთ-ერთი დადგენილებით დაადგინა, რომ უნდა შეიმნას 67 სპეციალური უბანი. თუმცა ეს უბნები განსაზღვრა ისე, რომ საერთოდ არ იცის კონკრეტულ ვითარებაში, კონკრეტულ დღეს რამდენი ადამიანი ეყოლება თვითიზოლაციაში, რადგან ეს სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ბუნდოვანია. ამავე დადგენილებაში განსაზღვრა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე სპეც უბნების პირველ სხდომას მოიწვევს, ეს სხდომები უკვე ტარდება ბათუმში, ფოთში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, თბილისში და ა.შ. , მაგრამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარის განკარგულება ჯერ გამოქვეყნებული არ არის და რა თქმა უნდა ჩვენი ბლოკის წარმომადგენლები არ არიან ინფორმირებულები. ამიტომ პროცესი მიმდინარეობს სრულიად გაუმჭვირვალედ და უკანონოდ. მოვითხოვთ ცენტრალური საარჩევნო კომისიამ საჯაროდ გასცეს პასუხი ყველა შეკითხვას, რომელიც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს არჩევნები ვერ ჩატრდება გამჭვირვალედ და კანონიერად."
წყარო: newposts.ge