თეგებით ძიება

ადამიანებისთვის არ არის მშვიდი გარემო შექმნილი, ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი - ნადირაშვილი

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილი, ზუგდიდში გავითარებულ მოვლენებსა და დამძიმებულ კრიმინოგენულ ვითარებაზე საუბრობს.

ნადირაშვილის თქმით, ქვეყანაში სტატისტიკითაც კი ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება დამძიმებულია და ამ დროს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა, მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ცხოვრობს სხვა საქართველოში და დანარჩენი ადამიანების სხვაგან, სადაც ადამიანები აჰყავთ მძევლად, შემდეგ ტერორისტს სახელმწიფო აჯილდოვებს და უშვებს სამშვიდობოზე.

ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ 31 ოქტომბერს ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს.

„არანაირი შემცირება კრიმინალის სტატისტიკითაც არ იკვეთება, დაკორექტირებულ სტატისტიკაშიც ჩანს, რომ კრიმინალური ვითარება არის დამძიმებული. საუბარი, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა და სინამდვილეში ვითარება არის მშვიდი, ერთადერთ ამბავზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება ცხოვრობს სხვა საქართველოში და ჩვენ ყველა დანარჩენი ვცხოვრობთ სხვა საქართველოში, სადაც ადამიანებს აჰყავთ მძევლები, მათ სახელმწიფო აჯილდოვებს ფულით და სამშვიდობოზე უშვებს. ამის შემდეგ, უკვე მეორე დღეს აყაჩაღებენ ბანკის ინკასატორს, ადამიანებისთვის არ არის მშვიდი გარემო შექმნილი და ეს არის ჩაფლავებული მთავრობის მენეჯმენტი, ეს არის ყველაზე მთავარი ნიშანი, რომ 31 ოქტომბერს ქართული ოცნება უნდა დამთავრდეს.“ - განაცხადა ნადირაშილმა.

წყარო: newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა