თეგებით ძიება

ახალგაზრდა მამაკაცის ჩაცხრილვაზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, კახა მურადაშვილის თქმით, პირი, ვის მიმართაც გასროლა განხორციელდა, გაჩერებულ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

„გარდაცვლილია ერთი ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით განცხადებებს მოგვიანდებით გავავრცელებთ. ამ ეტაპზე, სხვა კითხვებზე პასუხის გაცემა ხელს შეუშლის გამოძიებას. გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით. სავარაუდოდ, მანქანა გაჩერებული იყო და ეს პირი მარტო იმყოფებოდა“, - განაცხადა მურადაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ავჭალაში ჩაცხრილული მამაკაცი ვალერიან ნემსიწვერიძეა. ნემსიწვერიძე 2004 წელს დააკავეს და მას ყოფილ პარლამენტარზე თავდასხმის ბრალდებით სასამართლომ 16 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა 2013 წელს, საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა საბყრობილე.

წყარო: http://newposts.ge/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა