მაღალი სიცხე და ფილტვების ანთება - კოვიდინფიცირებული მამუკა ხაზარაძის მდგომარეობა გაუარესდა
პარტია „ლელოს“ თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მას მაღალი სიცხე და ფილტვების ანთება უფიქსირდება.
როგორც „ლელოს“ პრესამსახურიდან ნიუპოსტს აცნობეს, ხაზარაძე ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ გაუარესდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდასტურდა. ინფექცია თავიდან მსუბუქი სიმპტომებით დაიწყო და მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა ორი დღის შემდეგ ტემპერატურამ მოუმატა და მისი ჰოსპიტალიზირება გახდა საჭირო.
წყარო:newposts.ge