ქურდეობა ლაგოდეხში - გატეხილია ორი სასურსათო მაღაზია და წაღებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი
კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი ამჯერად ლაგოდეხში - გასულ ღამეს სოფელ ცოდნისკარში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მარკეტის კუთვნილი პროდუქცია და სწრაფი ჩარიცხვის აპარატი.
წინასწარი ინფორმაციით, მძარცველებმა მაღაზიის კარი გატეხეს და ისე შევიდნენ შიგნით.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო:newposts.ge