"7 წელია ერთად ვართ,ხან სევდით და ტკივილით... იდეალური არავინააა" - სოფო ბედია ქმართან თანაცხოვრების შესახებ
მომღერალ სოფო ბედიას და მიშა მესხის ქორწინებიდან 7 წელი გავიდა.
სოფომ თანაცხოვრების განვლილი პერიოდი შეაფასა და კიდევ დიდხანს ერთად ყოფნა ისურვა:
„7 წელია ერთად ვართ. საინტერესოდ გავიდა ... თავისი ბედნიერებებით, სიხარულით, ხან სევდით და ტკივილით! იდეალური არავინააა! მინდა ისეთივენი დავრჩეთ, როგორიც ეხლა ვართ... ცოტა გიჟები (ნუ, ვისთვის როგორ... ) „ბედნიერება წვრილმანებშია“ (ოღონდ ამის დანახვა როცა შეგიძლია) აღარ ვწერ საჯაროდ ბევრს და არც თვალის ცემის მეშინია მინდა ძალიან ბევრი წელი ვიყოთ ბედნიერები! გილოცავ ბუც მიყვარხარ“, - წერს სოფო ბედია.
წყარო:newposts.ge