თეგებით ძიება
26. 10. 2020 COVID - 19

ენმს "დივერსიული აქტი " - კობახიძე აჭარაში კორონავირუსის მატებას ოპოზიციას აბრალებს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მომატებას ნაციონალური მოძრაობის "დივერსიულ აქტს" უკავშირებს.

კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ენმ ვირუსის მიზანმიმართულად გავრცელებაში დაადანაშაულა.

"ბათუმში რაც მოხდა, ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს დივერსიული აქტი, მით უმეტეს, რომ შედეგები არის სახეზე. დღეები რომ გადავთვალოთ, პირდაპირ ემთხვევა აქციასა და ვირუსის გავრცელებას შორის ვადები, შესაბამისად, ეს არ იყო უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის ქმედება, ეს იყო შეგნებული დივერსიული აქტი, მიზანი იყო პანდემიის გავრცელება. მათ იმედი აქვთ, რომ მათ მიერვე გავრცელებული პანდემია რაღაცნაირად აისახება არჩევნების შედეგებზე. რაც მოხდა ბათუმში, გრძელდება სხვა რეგიონებში, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მათთვის ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა არაფერს ნიშნავს", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ბათუმში ნაციონალური მოძრაობის აქცია 17 ოქტომბერს გაიმართა. ამ დღეს აჭარაში კორონავირუსის 226 შემთხვევა დადასტურდა, დღეს - 296.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა