თეგებით ძიება
26. 10. 2020 COVID - 19

"სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან და კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან" - მიხეილ ჩხნეკელი

განათელბის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან , რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაში კოვიდის მართვაში ჩაერთვებიან. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები გადამზადდებიან, გაივლიან სწრაფ კურსს, იმისთვის რომ შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი და საჭიროების შემთხვევაშ​ი ისინი დაეხმარებიან ექიმებს კოვიდის მართვაში.

მაქსიმუმ ერთ კვირში უკვე გვექნება ბაზა იმ უფროსკურსელების, რომლებმაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი“,- აღნიშნა ჩხენკელმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა