თეგებით ძიება
26. 10. 2020 COVID - 19

ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ესაჭიროება თუ არა რეანიმაცია - ტიკარაძის პასუხი რეანიმაციის გარეშე დარჩენილ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომელიც დამძიმდა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პაციენტი ვერ გადაწყვეტს, ესაჭიროება თუ არა რეანიმაციული დახმარება. მინიტსრი საზოგადოებას დამშვიდებისკენ მოუწოდებს, რადგან ამ დროს ექიმებიც სტრესს გადიან:
"არანაირი ამბის ატეხვა არ არის საჭირო, პაციენტი ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას და ვერ გააკეთებს დასკვნას ესაჭიროება მას რეანიმაცია თუ არა, პაციენტი, რომელსაც რეანიმაცია ესაჭიროება, ვერანაირ ამბავს ვერ ტეხავს, ამიტომ მითუმეტეს ოჯახმა, რომელიც თავისი პაციენტის სიცოცხლეს აბარებს ექიმებს, მითუმეტეს არ უნდა ატეხოს ამბავი, ვინაიდან თუ მას იმის ნდობა აქვს, რომ პაციენტი ექიმს ანდოს რეანიმაციაში ის ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას და აი ამ ატეხილი ამბებიდან გამომდინარე ექიმები არიან ძალიან დიდ სტრესში, იქნებ დამშვიდდეს საზოგადოება და მისცეს ექიმებს თავისუფლად მუშაობის საშუალება." - განაცხადა ტიკარაძემ.

აღნიშნული კომენტარი ტიკარაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც 59 წლის თემურ ბერიძის მდგომარეობა დამძიმდა. შეგახსენებთ, რომ მამაკაცი თბილისში სამკურნალოდ არ გადმოიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რადგან კოვიდინფექციის გარდა, მას ქრონიკული დაავადებებიც აწუხებს. ამის მიუხედავად, ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მისთვის ადგილი ვერ მოიძებნა. გართულებული მდგომარეობის გამო კი პაციენტს სისხლდენა დაეწყო და ახლა მისი ტრანსპორტირება დიდ რისკთანაა დაკავშირებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა