თეგებით ძიება

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც ვანგამ ხანგრძლივი ცხოვრება უწინასწარმეტყველა

XX საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბულგარელი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი წინასწარმეტყველებები დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს და მრავალრიცხოვანი კამათისა და დისკუსიის საგანს წარმოადგენს.

ვანგას ბიოგრაფია იდუმალებითაა მოცული, ვინაიდან დღეს მისი ცხოვრებიდან ცნობილი ბევრი მოვლენის დადასტურება შეუძლებელია.

ასევე იდუმალი საფარველითაა შებურული მისი უამრავი წინასწარმეტყველება, რომელიც ახლაც კი სრულდება. ვნახოთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნებს უწონასწარმეტყველებდა ვანგა ხანგრძლივ სიცოცხლეს და მშვიდ სიბერეს.

ქალწული

ქალწულები ჩამოყალიბებული პიროვნებები არიან. ისინი ყველაფერს ნელა, მაგრამ უნაკლოდ აკეთებენ. პრობლემები გულთან ახლოს არ მიაქვთ და ძალებს და ნერვებს ახალი საქმეებისთვის იზოგავენ. ქალწულები გულმოდგინედ ადევნებენ თვალს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც მათი ხანგრძლივი სიცოცხლის საფუძველია.

კურო
ისევე როგორც ქალწულები კუროებიც სრულფასოვანი დასვენების მოყვარულები არიან. ისინი მშვენივრად აცნობიერებენ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მთავარია. ამასთან ერთად შრომისმოყვარეები და ჭკვიანები არიან. კუროები წარმატებისკენ ისწრაფვიან, მაგრამ ენერგიას უაზროდ არ ფლანგავენ და ძალებს თანაბრად ანაწილებენ. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები როგორც წესი, მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანები არიან.

თევზები
თევზები ფრთხილი და ეჭვიანი ადამიანები არიან. ისინი ყურადღებით უსმენენ საკუთარ ორგანიზმს და საგანგაშო იმპულსების მიღებისთანავე, ექიმთან მიდიან.
თევზებს ცვლილებები არ უყვართ, მაგრამ თუ ექიმი ეტყვის, რომ არახელსაყრელ კლიმატურ ზონაში ცხოვრობს, მზად არიან დატოვონ მშობლიური ქალაქი და ქვეყანაც კი.

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები ასაკის მატებასთან ერთად საყვარელი მოხუცები ხდებიან, რომლებსაც სუფთა ჰაერზე ხანგრძლივად სეირნობა უყვართ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა