საქართველოში კორონავირუსის 1 823 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 823 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ განახლდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCov.ge-ზე.
ამავე მონაცემების მიხედვით, ბოლო 24 საათში ინფექციით გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდან - 1 262
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 8 589 PCR ტესტი ჩატარდა.
საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსი სულ 32 127 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 632, გარდაიცვალა - 238.
წყარო:newposts.ge