თეგებით ძიება

გიორგი გახარია ზუგდიდში ჩავიდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, ის შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისგან სპეცოპერაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ეცნობა.

რაც შეეხება 32 წლის ბადრი ესებუას ძებნის ოპერაციას, სამართალდამცველები მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

შეგახსენებთ, რომ ბანკზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოძიება ტერორიზმის მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს - ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა