რამდენიმე დღის ჩვილი, რომელიც ძაღლმა დაგლიჯა, საავადმყოფოში გარდაიცვალა
სასტიკი შემთხვევა მოხდა ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულის ერთ–ერთ ქალაქში – რამდენიმე დღის ჩვილი, ძაღლმა დაგლიჯა.
ის უმძიმეს მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვი გარდაიცვალა.
ოფიციალური უწყებები ბავშვის სქესსა და ძაღლის ჯიშს არ ასახელებენ. როგორც ცნობილია ძაღლი შესაბამისმა სამსახურმა თავშესაფარში, საზოგადოებისგან მოშორებით გადაიყვანა. ძაღლთან მიმართებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული.
თუ რა ვითარებაში მოხდა აღნიშნული ტრაგედია უცნობია.
წყარო:newposts.ge