თეგებით ძიება

საბედისწერო რიცხვები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ

არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სომბოლოებად გვევლინებიან. მათ შეუძლიათ მოახლოვებული საფრთხის შესახებ გვამცნონ და მოახლოვებული უბედურება იწინასწარმეტყველონ.

ადამიანი, რომელსაც რიცხვებში დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების მართვასა და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებს. ამიტომ მსოფლიოში უამრავი მკვლევარი ცდილობს დაადგინოს რიცხვებსა და მოვლენებს შორის კავშირი.

სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი კავშირი არსებობს და მისი დანახვა შესაძლებელია. დასტურად კი მსოფლიო ომები, ტერაქტები და ბუნებრივი კატაკლიზმები მოჰყავთ.

1. მსოფლიო ომები
ომებს გეგმავენ და წარმართავენ ადამიანები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რიცხვები არაფერში ერევიან. ნუმეროლოგების მტკიცებით, სწორედ ისინი განსაზღვრავენ მოვლენათა ქრონოლოგიას და საბრძოლო მოქმედებების საბოლოო შედეგი მათ დაწყებამდე იციან.

ნუმეროლოგიური წინასწარმეტყველების ყველაზე ნათელ ნიმუშად მსოფლიო ომები ითვლება. პირველი მსოფლიო ომი 1914 წლის 28 ივლისს დაიწყო. თუ რიცხვებს ნუმეროლოგიის პრინციპით შევკრებთ, მივიღებთ 5: 2 + 8 + 7 + 1 + 9 + 1 + 4 = 32, 3 + 2 = 5. იგივე შედეგს მივიღებთ მეორე მსოფლიო ომის დაწყების თარიღის შემთხვევაშიც (1939 წლის 1 სექტემბერი) 1 + 9 + 1 + 9 + 3 + 9 = 32, 3 + 2 = 5.

პირველი მსოფლიო ომის დასრულების თარიღია 1918 წლის 11 ნოემბერი, რაც ნუმეროლოგიური დაანგარიშებით ისევ 5-მდე მიგვიყვანს - 5: 1 + 1 + 1 + 1 + 1 + 9 + 1 + 8 = 23, 2 + 3 = 5.

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურმა გერმანიამ კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 7-დან 9 მაისამდე პერიოდში მოაწერა. ვინაიდან მოვლენები რამდენიმე დღის მანძილზე გაჭიანურდა, გაანგარიშების დროს ყოველ დღეზე სტანდარტული ნუმეროლოგიური პრინციპებით უნდა ვისარგებლოთ და ბოლოს საშუალო არითმეტიკული რიცხვი გამოვიყვანოთ. პრაქტიკაში ეს ასე გამოიყურება:

1945 წლის 7 მაისი - 31 (7 + 5 + 1 + 9 + 4 + 5) - 4 (3 + 1 = 4)

1945 წლის 8 მაისი - 32 (8 + 5 + 1 + 9 + 4 + 5) - 5 (3 + 2 = 5)

1945 წლის 9 მაისი - 33 (9 + 5 + 1 + 9 + 4 + 5) - 6 (3 + 3 = 6)

და სამი დღის შედეგების ჯამი - (4 + 5 + 6) : 3 = 5

ორივე მსოფლიო ომის თარიღების შესწავლისას დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთი საბედისწერო რიცხვი - 5 აერთიანებთ. ნუმეროლოგიაში ეს რიცხვი ძალაუფლებას და ლიდერის თვისებებს განასახიერებს, რაც სრულიად ლოგიკურია. მსოფლიო შეიარაღებული კონფლიქტებიც ხომ გავლენიანი ადამიანების ლიდერული თვისებების გამოვლენის შედეგად იწყება.

ომებთან დაკავშირებული საბედისწერო რიცხვად შეიძლება ჩაითვალოს ასევე 23 (2+3) და ამას კაცობრიობის ისტორიაც ადასტურებს: 1618 წლის 23 მაისს დაიწყო ცამეტწლიანი ომის სახელით ცნობილი სამხედროკონფლიქტი, 1939 წლის 23 აგვისტოს სსრკ-სა და გერმანიას შორის თავდაუსხმელობის შეთანხმება დაიდო, რომელიც მალევე დაირღვა და ორივე ქვეყნის მოსახლეობას უბედურება მოუტანა.

სხვადასხვა დროს, 23-ს უკავშირდებოდა სხვადასხვა ტრაგიკული ისტორია: დაეცა რომის იმპერია, ჩინეთში მოხდა დიდი მიწისძვრა და ა.შ.

(გაგრძელება იქნება)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა