ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 731 ინფიცირებულიდან 123 მედიკოსია - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევიდან 123 მედიკოსია:
"სამწუხაროდ, გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი, დღევანდელი დილისთვის 123-ია ასეთი. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფოს ექიმი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფექცია დაამარცხა 2 197 პაიციენტიმა 15 კი გარდაიცვალა.
წყარო:newposts.ge