თეგებით ძიება

საბედისწერო რიცხვები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ - ნაწილი მეორე

არც თუ იშვიათად, რიცხვები არა მხოლოდ აღმნიშვნელ, არამედ გამაფრთხილებელ სომბოლოებად გვევლინებიან. მათ შეუძლიათ მოახლოვებული საფრთხის შესახებ გვამცნონ და მოახლოვებული უბედურება იწინასწარმეტყველონ.

ადამიანი, რომელსაც რიცხვებში დაფარული აზრის ამოკითხვა შეუძლია, საკუთარი და სხვა ადამიანების ცხოვრების მართვასა და ისტორიის შეცვლასაც კი შეძლებს. ამიტომ მსოფლიოში უამრავი მკვლევარი ცდილობს დაადგინოს რიცხვებსა და მოვლენებს შორის კავშირი. სწორედ ისინი ამტკიცებენ, რომ ასეთი კავშირი არსებობს და მისი დანახვა შესაძლებელია. დასტურად კი მსოფლიო ომები, ტერაქტები და ბუნებრივი კატაკლიზმები მოჰყავთ.

ჩვენ უკვე განვიხილეთ მსოფლიო ომებში რიცხვების მნიშვნელობა, ახლა ვნახოთ რა ხდება სხვა მიმართულებით.

ტერაქტები
ტერორისტულ აქტებში, რომელსაც ადამიანები გეგმავენ და ახორციელებენ, ხშირად შეინიშნება საბედისწერო რიცხვების არსებობა, რომლებსაც შეუძლიათ მომხდარის მიზეზებისა და შედეგების აღწერა. ამაზე კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი უდიდესი ტერაქტების ანალიზი მეტყველებს.

საბედისწერო რიცხვები, რომლებსაც უბედურება მოაქვთ - ნაწილი მეორე


2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მოხდა ტერაქტი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. რიცხვების ნუმეროლოგიური პრინციპით დალაგების შედეგად მივიღებთ უბედურების მანიშნებელ ცნობილ რიცხვს: 5: 1 + 1 + 9 + 2 + 0 + 0 + 1 = 14, 1 + 4 = 5.
ყურადღებას იქცევს ასევე, ტრაგედიის თარიღსა და სხვა რიცხვებში ერთიანების სიჭარბე. მაგალითად, ტერორისტების მიერ გატაცებულ ერთ თვითმფრინავში 92 ადამიანი იმყოფებოდა, მეორეში 65, რაც რიცხვების ნუმეროლოგიური პრინციპით შეჯამების შედეგად ისევ 11 გამოდის - 11: 9 + 2 = 11, 6 + 5 = 11. ამის გარდა, 11 სექტემბერი წელიწადის 254-ე დღეა, რასაც ასევე, ორ ერთიანამდე მივყავართ - 2 + 5 + 4 = 11.
911 დღის შემდეგ - 2004 წლის 3 ნოემბერს სხვა ტერაქტი, ამჯერად, მადრიდში მოხდა. შესაძლოა, ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი ვერ შენიშნოთ, თუმცა გულმოდგინე შესწავლის შედეგად ნახავთ, რომ რიცხვი 11 აქაც აქტუალურია: 3 + 1 + 1 + 2 + 0 + 0 + 4 = 11.
საბედისწერო რიცხვის თვისებას ზოგი მკვლევარი პირველობისთვის ორი ერთიანის მარადიულ ბრძოლაში ხედავს.

ტექნოგენური კატასტროფები
ტექნოგენური კატასტროფები ზოგჯერ ადამიანების შეცდომების, ზოგჯერ კი ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ხდება. ორივე შემთხვევაში, რიცხვებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ და ხშირად მოვლენების განვითარებაზე მიანიშნებენ. ნუმეროლოგები ამტკიცებენ, რომ რიცხვებს შეუძლიათ საშიში ტექნოლოგენური მოვლენების წინასწარმეტყველება და თავიდან აცილება. ამ ვერსიის დადასტურება კი ანალოგიური მოვლენების მათემატიკური ანალიზის შედეგად არის შესაძლებელი.



უბრალო მათემატიკური რიცხვი 23-ის ნეგატიურმა მაგიამ თავი სხვადასხვა წარუმატებელი ავიარეისის მგზავრების ცხოვრებაში იჩინა. მაგალითად, 60-იანი წლების 23 რიცხვში, საფრანგეთის ერთ-ერთ აეროპორტში, რუმინული თვითმფრინავი დაჯდომის დროს აფეთქდა.ზუსტად ორი წლის შემდეგ, იმავე დღეს რომის აეროპორტში თვითმფრინავი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. 1994 და 2007 წლებში, ამ დღეს მეჟდურეჩენსკსა და მოგადიშოში კიდევ ორი თვითმფრინავი აფეთქდა.

1986 წლის 23 აპრილს მოაწერეს ხელი ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში ექსპერიმენტის ჩატარებას, რომელიც კატასტროფით დასრულდა.

2011 წლის 11 მარტს იაპონიაში, ფუკუშიმას ატომურ სადგურზე კატასტროფა მოხდა.მისი მიზეზი ბუნებრივი კატაკლიზმაა, მაგრამ სადგურის აგების დროს, ადამიანური ფაქტორის გარეშე უბედურება არ მოხდებოდა.

ტექნიკასა და ადამიანზე საბედისწერო რიცხვი - 13-ის ნეგატიური გავლენის მკაფიო მაგალითია „აპოლონ 13“-ის მთვარეზე წარუმატებელი გაფრენა. ცნობისთვის, ხომალდმა სტარტი 13 საათსა და 13 წუთზე აიღო, ხოლო ხომალდზე ჟანგბადის ბალონის აფეთქება 13 აპრილს მოხდა.

ბუნებრივი კატაკლიზმები
ბუნებრივ კატაკლიზმებს იშვიათად აკავშირებენ ადამიანის მოღვაწეობასთან. ისინი უმეტესად, დედამიწაზე მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს უკავშირდება. ნუმეროლოგია კი ამტკიცებს, რომ რიცხვებს შეუძლიათ მომხდარის აღწერასა და მოახლოვებული უბედურების აცილებაში დაგვეხმარონ და უამრავი ადამიანი დაღუპვისგან იხსნან.



ამის მაგალითად, ნუმეროლოგები 1556 წლის 23 იანვარს, ჩინეთში მომხდარ მიწისძვრას ასახელებენ, რომელსაც უამრავი ადამიანი შეეწირა. ნუმეროლოგები ამბობენ, რომ მიწისძვრის წინასწარ დანახვა და მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. საფრთხის შესახებ ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იყო საბედისწერო თარიღში შემავალი რიცხვების შეკრება 2 + 3 + 1 + 1 + 5 + 5 + 6 = 23, 2 + 3 = 5. ზემოთ უკვე განვიხილეთ, როგორი საფრთხეები უკავშირდება ამ რიცხვს.

2015 წლის 26 ოქტომბერს პაკისტანში მოხდა მიწისძვრა, რომელმაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ნომეროლოგების აზრით, ეს დღე საბედისწერო რიცხვი ტრაგედიის თარიღში შემავალი რიცხვი 13-ის გამო აღმოჩნდა - 13: 13 x 2 = 26. საქმე ის გახლავთ, რომ ბევრ ქვეყანაში რიცხვები 13 და 26 ნეგატიური ენერგეტიკის მატარებლად ითვლება.

პირადი ხასიათის პრობლემები
ადამიანის პირად ცხოვრებაში კატასტროფები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდება, მაგრამ ხშირად მიზეზი უიღბლობაა, რომელიც სხვადასხვა რიცხვს უკავშირდება.
ადამიანი, რომელსაც რიცხვების მისტიკური ძალის სჯერა, რამდენიმე მათგანს გამოჰყოფს, რომელსაც მისი აზრით, ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ყველაზე ხშირად ნეგატიური ენერგეტიკის მატარებელ რიცხვებად 6, 11,13, 23, 26, 66 და 666 მიაჩნიათ.

ზემოთ ხსენებულ რიცხვებს ნუმეროლოგია ნაწილობრივ, წარუმატებელ რიცხვებად მიიჩნევს, თუმცა ზოგიერთს დადებითად ახასიათებს. მაგალითად, რიცხვი - 6 წესრიგსა და პასუხისმგებლობას განასახიერებს. რიცხვები 13 და 26 პითაგორას აზრით, ქაოსისა და უწესრიგობის ნიშანია, ხოლო 11 უბედურების.



პითაგორამ და მისმა მიდევრებმა რიცხვების ძალისა და გავლენის შესწავლისას დაასკვნეს, რომ ისინი ადამიანის ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ და როგორც პოზიტივის, ისე ნეგატივის მოტანა შეუძლიათ. მათ შექმნეს სისტემა, რომელიც რიცხვების მნიშვნელობას აღწერს.

ამ სისტემის მიხედვით, 0 - დაფარული პოტენციალისა და შემოქმედებითი ძალის ნიშანია.
1- მიზანსწრაფულობა და უზარმაზარი შინაგანი ენერგია
2 - საიმედოობა და მშვიდობისმოყვარეობა
3 - პრინციპულობა
4 - მოთმინება და ორგანიზებულობა
5 - ლიდერობა
6 - პასუხისმგებლობა
7 - შემოქმედებითი თავისუფლება და დამოუკიდებლობა
8 - არასტაბილურობა და ცვალებადობა
9 - თავგანწირვა
ამ რიცხვებს შეუძლიათ როგორც დადებითი ისე უარყოფითი ემოციების გამოწვევა, მაგრამ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარ ბედს, საბედისწერო რიცხვების მიმართ დამოკიდებულებას, მათ ადგილსა და მნიშვნელობას თავად განსაზღვრავს. თავად აქცევს მათ საბედისწეროდ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფი ადამიანებისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა