29 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 29 ოქტომბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა
ვერძი
ამ დღეს გარემოებები გეგმების განხორციელებაში ხელს გიშლით და „დინების საწინააღმდეგოდ ცურვას“ გაიძულებთ. უჩვეულოდ პასიური ხართ და არც კი ცდილობთ ხელისშემშლელ ფაქტობთან ბრძოლას. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პასიურობით იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ასე, რომ გინდათ თუ არა, დინების საწინააღმდეგოდ ცურვა მაინც მოგიწევთ.
კურო
ამ დღეს თქვენი წარმატება მთლიანად იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელი ფეხით ადგებით ლოგინიდან. თუ „საჭირო“ ფეხი შეარჩიეთ, დღე შესანიშნავად ჩაივლის და ყველა მიმართულებით გაგიმართლებთ, თუ არა წარმატების იმედი ნუ გექნებათ. ასე, რომ გაღვიძებისას თუ მიხვდით, რომ არასწორი ფეხით ადექით, ისევ დაწექით. იქნებ, მეორედ უფრო გაგიმართლოთ?
ტყუპები
ამ დღეს მოთმინება ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცირე წყენაც კი შესაძლებელია ნამდვილ ქარიშხალში გადაიზარდოს, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს წალეკავს და თქვენს გეგმებს გაანადგურებს. ერთი სიტყვით, ერიდეთ ემოციების გამოვლენას და სიმშვიდე შეინარჩინეთ თუნდაც ზეგამდე, როცა ყველაფერი გაცილებით იოლი იქნება.
კირჩხიბი
ამ დღეს თავი გეგმებით და პროექტებით სავსე გაქვთ და ეს შესანიშნავია, რადგან სწორედ ამ დღეს, ბედი გეგმების განხორციელების საშუალებას გთავაზობთ. ეცადეთ წვრილმანებზე დრო არ დაკაროთ და ამ დღის მდიდარი შესაძლებლობები არაფრისმომცემ საქმეებზე არ გაცვალოთ. გაითვალისწინეთ, რომდიდ და ხმაურიან წვეულებაზე წარმატება გელით.
ლომი
მთელი დღის მანძილზე გეჩვენებათ, რომ გარშემო მყოფები მხოლოდ თქვენთვის ნერვების მოშლით არიან დაკავებულები, თუმცა ცდებით. სინამდვილეში ყველა თავის საქმეს აკეთებს და თქვენთვის არავის სცალია. თქვენს ნერვებზე თამაშს თავისუფალ დღეს დაიწყებენ, ჯერჯერობით კი შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.
ქალწული
ამ დღეს საკუთარ გრძნობებში გარკვევა გიჭირთ. რაღაც მოვლენა ან მოულოდნელი შეხვედრა ემოციებით აგავსებთ. გამორიცხული არ არის, რომ თქვენს გულში ყოვლისმომცველმა ვნებამ იფეთქოს, თუმცა როგორი გრძნობაც არ უნდა დაგეუფლოთ, თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დასკვნებისგან. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ვითარება რადიკალურად შეიცვლება.
სასწორი
ამ დღეს ისეთი წვრილმანების მიმართ იჩენთ მგრძნობიარობას, რომ გვერდიდან ყველაფერი ძალიან კომიკურად გამოიყურება. ეცადეთ ეს აბსურდული გაუგებრობები ხუმრობას დაამსგავსოთ, რადგან მათზე მშვიდად და ადექვატურად რეაგირება მაინც არ გამოგივათ.
მორიელი
დღეს დილიდან ემოციების ტყვეობაში ხართ. ცდილობთ მოვლენათა ცენტრში მოხვდეთ და ყურადღება მიიქციოთ. გილოცავთ, ამის გაკეთებას ადვილად მოახერხებთ, როგორც კი საუბრის დროს ფულს და წარმატებას ახსენებთ. ამ დღეს ყველაფერი, რაც დიდ ფულს და მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას უკავშირდება, გარშემომყოფებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თუ ამ თემის გარშემო იტრიალებთ, უამრავ საინტერესო თანამოაზრეს აღმოაჩენთ.
მშვილდოსანი
გირჩევთ ამ დღეს საკუთარი სიტყვები კარგად აკონტროლოთ, რადგან შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან ისეთი რამ წამოგცდეთ, რაც თქვენი ურთიერთობისთვის სერიოზულ გამოცდად იქცევა. უბრალო და გულახდილი საუბარი შეიძლება შეუმჩნევლად კამათში გადაიზარდოს და საქმე ჭურჭლის მტვრევამდე მივიდეს. ამის თავიდან ასაცილებლად ერიდეთ პიროვნების დახასიათებებს და თანამოსაუბრისთვის მტკივნეულ თემაზე საუბარს.
თხის რქა
ეს დღე ფულზე და წარმატებაზე დაუსრულებელ და უსარგებლო საუბრებში გაილევა. თქვენი ფიქრი ძირითადად იმისკენ არის მიმართული, რატომ ვერ ახერხებთ ერთის ან მეორის მოპოვებას. შესაძლოა, ერთ-ერთი ასეთი საუბრის დროს, თხის რქამ საკუთარი ღირსებები ისე შეაფერადოს, რომ საყოველთაო დაცინვის ობიექტად იქცეს.
თევზები
თუ გსურთ, რომ თქვენი გეგმები კრახით არ დასრულდეს, ეცადეთ ამბიციები დაიცხროთ და საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. გახსოვდეთ, რომ ნაპოლეონის გეგმები რა თქმა უნდა, შესანიშნავია, მაგრამ ყველა ნაპოლეონი კარგად არ ასრულებს.