თეგებით ძიება

"ქვეყანას პატრონი აღარ ყავს... ქართველი ხალხი ემზადება რადიკალური ცვლილებებისთვის"- დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:
\'ქართველი ხალხი ემზადება რადიკალური ცვლილებებისთვის და ამას ვერ გააჩერებს „ქართული ოცნება“ კი არა მთელი მაგათი შავბნელი პარტნიორები ერთად!

ტაშის გრიალით რომ ჩაკეტეს ქვეყანა, იმ დღიდან ვაფრთხილებდი ყველას, რომ ოქტომბრის ბოლო ორი კვირა იქნებოდა კატასტროფული, რადგან სწორედ ოქტომბერია გადასახადების მობილიზების თვე, თუნდაც ზამთარი რომ გადავიტანოთ იმისთვის.

დღეს კი ვხედავთ, რომ აღარც ეკონომიკა გვაქვს, აღარც ბიზნესი, ზოგადად სტრუქტურა აღარ არსებობს, ისე ჩამოიქცა ყველაფერი.

ყოველ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი რჩება პერსპექტივის გარეშე და შიმშილის პირისპირ.

ხალხს, ქვეყანას პატრონი აღარ ყავს.

ამიტომ, ჩემი რჩევა „ოცნების“ ხელისუფლებას, 31 ოქტომბერს, მშვიდად, წყნარად შეეცადონ გავიდნენ სათამაშო ველიდან, იმიტომ რომ, ძალა და ღირსება ქართველ ხალხს შენარჩუნებული აქვს და წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხი იქნება იმის საკადრისი რასაც იმსახურებენ.

ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა პროცენტის „დაწერას „ შეეცდება „ოცნების“ ხელისუფლება, რადგან თუ მართლა იმ 60-63 % - ის დაწერას შეეცდებიან, გამოდის, რომ ხალხი „ოცნებას“ ბრიყვი გონია და პლიუს კიდე შეურაცხყოფასაც აყენებენ ადამიანებს!

მითუმეტეს, რომ ხალხის ნებას ვერავინ დაუპირისპირდება! ხალხს არ დაუშვია არასოდეს ძალაუფლების მიტაცება!

ვერც ოპოზიცია მოემზადება ვერაფრისთვის, თუ ხალხის ნება არ იქნება!

ჩვენ კი, იმიტომ გვქვია“ სახალხო ტრიბუნიდან - სახალხო ტრიბუნალამდე“, რომ ყოველთვის ვიქნებით ხალხთან და ამიტომ ჯობია არავის წაუცდეს ხელი, არც „ქართულ ოცნებას“ და არც სხვას!

ამიტომ უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე 31 ოქტომბერს!

ეს მართლაც რომ უმნიშვნელოვანესი არჩევნებია და ჩვენ თუ არ დავიწყეთ ცვლილებები, ვიქნებით მუდმივად ამ ორ გაუგებარ პოლუსს შორის"- აცხადებს ჭიჭინაძე.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა