თეგებით ძიება

„ხალხს შია, ამ დროს ესენი დადიან და უყვებიან კარგად ჩარაზეთ კარები, ემანდ LGBT არ შემოგივარდეთ ოჯახშიო“ - სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„ხალხს შია, ამ დროს ესენი დადიან და უყვებიან კარგად ჩარაზეთ კარები, ემანდ LGBT არ შემოგივარდეთ ოჯახშიო.

ნამდვილი საგიჟეთია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სუფთა რუსული ტექნოლოგიაა. რუსეთის ხელისუფლება, რომლის დიდი ნაწილი თავად არის ეჭვმიტანილი LGBT თემისთვის კუთვნილებაში, რუსეთის მოსახლეობის ზომბირებაში ამ საკითხს წარმატებით იყენებს. “ვარდების რევოლუციის” წინ ასე აშინებდნენ ხალხს იეჰოვას მოწმეებით. ვინმეს ახსოვს ახლა საერთოდ ეს თემა?

მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები რუსებზე უფრო გონიერები არიან და ამრეზის გარდა, ამგვარ სისულელეებზე არანაირი რეაქცია არ ექნებათ. 

ჩვენი გამოწვევებია რუსული რეჟიმი და ამ რეჟიმის მიერ გამოწვეული უმუშევრობა, უპერსპექტივობა და უამრავი სხვა უბედურება.“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა