თეგებით ძიება

ბედნიერი რიცხვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ნუმეროლოგია ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენის შემსწავლელი მეცნიერებაა, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაშიფროთ საბედისწერო ნიშნები და მომავლის პროგნოზირებაც კი მოახერხოთ.

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობს რიცხვი, რომელსაც ჩვენი აზრით, წარმატება ან პირიქით, წარუმატებლობა მოაქვს. დიახ, გჯერათ თუ არა, ნებისმიერ რიცხვს ჩვენს ცხოვრებაში თავისი მნიშვნელობა და გავლენა გააჩნია.

გაინტერესებთ, რომელია თქვენი პირადი ბედნიერი რიცხვი? ამისთვის დაბადების დღის, თვის და წლის აღმნიშვნელი რიცხვები უნდა შეკრიბოთ. მაგალითად, თუ 24.02.1995 დაიბადეთ, შეკრიბეთ 2 + 4 + 0 + 2 + 1 + 9 + 9 + 5 და მიიღებთ 32. გააგრძელეთ რიცხვების შეკრება და მიიღებთ პირად ბედნიერ რიცხვს 3 + 2 = 5.

ახლა ვნახოთ, რომელია ბედნიერი რიცხვი სხვადასხვა ასტროლოგიური ნიშნისთვის.

1 - ერთიანი ლომების ბედნიერი რიცხვია, რომელსაც მისთვის იღბალი და ბედნიერება მოაქვს. ნუმეროლოგიაში რიცხვი 1 ლიდერობისა და ძალაუფლების ნიშნად ითვლება. 2 კი პირიქით, ლომების წარმატების შანსებს ამცირებს.

2 - ორიანი კირჩხიბების ბედნიერი რიცხვია, რომელსაც მათთვის სიყვარული და უსაფრთხოება მოაქვს. 2 გარდა, კირჩხიბების ბედნიერ რიცხვად 7 ითვლება და ეს ორი რიცხვი ერთმანეთს აძლიერებს. კირჩხიბებისთვის წარუმატებლობის მომტანი რიცხვია 1.

3 - სამიანი ერთბაშად ორი ზოდიაქოს ნიშნის: მორიელისა და ვერძის ბედნიერ რიცხვად ითვლება. ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს თამამად შეუძლია 3 რიცხვს დაუკავშიროს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ან საქმიანი მოლაპარაკება.

4 - ოთხიანი ტყუპებისა და ქალწულების ბედნიერი რიცხვია. ზოდიაქოს ამ ნიშნებისთვის 4 ცოდნა, ინფორმაციის გაცვლის ენერგია და გონივრული გადაწყვეტილებები მოაქვს. რიცხვის გავლენა ძლიერდება, თუ ზემოთხსენებული ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები ჟურნალისტიკაში ან ვაჭრობის სფეროში დასაქმდებიან.

5 - ხუთიანი მშვილდოსნების ბედნიერი რიცხვია. ის განსაკუთრებული წარმატების მომტანია თუ მშვილდოსნის ბინის, მანქანის ან ტელეფონის ნომერში აღმოჩნდა. მშვილდოსნებისთვის ხუთკუთხა საგნები ან ვარსკვლავები შესანიშნავი თილისმაა.

6 - ექვსიანი კუროებისა და სასწორების ბედნიერი რიცხვია. მას სიყვარულსა და ურთიერთობებში წარმატება მოაქვს. ზოდიაქოს ამ ნიშნებზე 4 და 9 თითქმის ერთნაირ სასიკეთო გავლენას ახდენენ. პირველი ქორწინებაში ეხმარება, მეორე კი მუშაობაში.

7 - შვიდიანი თხის რქების ბედნიერი რიცხვია, რომელიც პრობლემების დაძლევასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.

8 - რვიანს წარმატება მერწყულებისთვის მოაქვს. ის ზოდიაქოს ამ ნიშანს ენერგიით მუხტავს და აღმაფრენის პოვნაში ეხმარება. მერწყულებს შეუძლიათ თამამდ ატარონ რვიანის ფორმის თილისმა, რომელიც ბედნიერებას მოუტანთ.

9 - ცხრიანი თევზების ბედნიერი რიცხვია და სრულყოფილებას უკავშირდება. ერთიანთან ერთად ცხრიანს თევზებისთვის მატერიალური კეთილდღეობის მოტანა შეუძლია, ხოლო ორიანთან კომბინაციაში ინტუიციის გაძლიერებას ემსახურება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა