თეგებით ძიება

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 30 ოქტომბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ვერძებს პატარა სიურპრიზი ელით, რომელიც სულით ხორცამდე შეძრავთ. კარგი იქნება თუ დასვენებას დაგეგმავთ, რადგან დღეს მიხვდებით რომელი ემოციები გაკლიათ და სად შეიძლება მათი მიღება. რაღაც შემთხვევა ძველ სასიყვარულო თავგადასავლებს გაგახსენებთ და ნოსტანგიურ განწყობას მოგგვრით.

კურო
პოზიტიური დღეა და სავარაუდოდ, ნებისმიერ ახალ საქმეში წარმატება გელით. დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მუშაობის დროს სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ დაუშვათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში ან კომპიუტერთან დიდხანს არ დარჩეთ და რაც შეიძლება ადრე დაიძინოთ.

ტყუპები
ამ დღეს ვიღაცას თქვენი დახმარების სურვილი გაუჩნდება და ამის შესახებ გეტყვით. გირჩევთ, დახმარებაზე უარი არ თქვათ. ეცადეთ საპირისპირო სქესის მომხიბვლელი წარმომადგენლის დანახვისას თავი არ დაკარგოთ. ტყუპებო, თქვენზე სუსტის დაჩაგვრას ნუ ეცდებით. გახსოვდეთ, სამყაროში ყველაფერი ცვალებადია და ხვალ შეიძლება მის ადგილას თქვენ აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი
თუ გრძნობთ, რომ ვიღაცაზე გავლენა მოიპოვეთ, ზედმეტი არ მოინდომოთ და მბრძანებლობას არ ეცადოთ. შესანიშნავი დღეა დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად. ნუ ელით საყვარელი ადამიანისგან ღირსეულ საქციელს. დღეს ამის იმედი არ უნდა გქონდეთ.

ლომი
ლომებისთვის იდეალური დღეა - არაფერი გაღიზიანებთ და ყველა საქმე პირველივე ცდაზე გამოგდით. თავი შეიკავეთ რჩევების გაცემისგან - ამ დღეს თქვენი აზრი არავის აინტერესებს. ეცადეთ წვრილმანების გამო განწყობა არ გაიფუჭოთ.

ქალწული
ბოლოს და ბოლოს საყვარელი ადამიანი თქვენთან დათმობაზე წამოვა. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე - სუფთა ჰაერზე სეირნობა ისაა, რაც ყველაზე მეტად გჭირდებათ. თქვენს ცხოვრებაში სიახლეების პერიოდი დადგა - მზად იყავით.

სასწორი
შეგიძლიათ საკუთარ თავს სისულელეების ჩადენის უფლება მისცეთ. ეს უდიდეს სიხარულს მოგანიჭებთ და ცუდი შედეგები არ მოჰყვება. გირჩევთ ყველა საქმე დროულად დაასრულოთ და ახალი საქმე ამის მერე დაიწყოთ. ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ნაჩქარევი დასკვნები არ უნდა გამოიტანოთ.

მორიელი
გახსოვდეთ, რომ ამ ცხოვრებაში მუშაობის გარდა, ბევრი სასიამოვნო რამ არსებობს. დაე, ყველაფერმა თავისი სვლით იაროს, მთავარია თქვენ თავისუფლად ისუნთქოთ და იმოქმედოთ. ერიდეთ ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვას - ამ დღეს მათში გაგებას და თანაგრძნობას ვერ იპოვით.

მშვილდოსანი
მიეცით საკუთარ თავს მოდუნებისა და დასვენების უფლება. პრობლემები ხვალამდე მოიცდიან, დღეს კი სიმშვიდე და ჰარმონია გჭირდებათ. ამ დღეს საკუთარ მოწოდებას სხვებისთვის დახმარებაში იპოვით. ყველაფერი, რაც ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში მოხდება, უდროო და უადგილოა.
თხის რქა
თქვენი დამოკიდებულება ახლობელი ადამიანების თხოვნის მიმართ სერიოზული მსჯელობის საგანი გახდება. თუ რაღაც ისე არ გამოდის, როგორც გსურდათ, პანიკაში ნუ ჩავარდებით. შესანიშნავი დროა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის, რომლებიც დიდი ხანია დავიწყებული გაქვთ.

მერწყული
თუ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მოგეცათ ხელიდან არ გაუშვათ, რადგან აუცილებლად გაიმარჯვებთ. სამომავლო გეგმების შედგენისას ეცადეთ რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ ყოვლისშემძლე არ ხართ.

თევზები
ამ დღეს დილიდან სულს მზე გინათებთ, რაც გარშემომყოფებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. თუ თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ, ნურავის გაუნაწილებთ და სიმშვიდით და მარტოობით დატკბით. ეცადეთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, თორემ პრობლემები არ აგცდებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა