თეგებით ძიება

აქციაზე შესრულებული სიმღერის გამო, ვაჟა აზარაშვილი „გამოუვალ მდგომარეობას“ უჩივის

კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ჯგუფს „გამოუვალი მდგომარეობა“ სასამართლოში უჩივლებს.

კომპოზიტორმა reporter.ge-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ 29 ოქტომებრს, ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ზემოხსენებულმა ჯგუფმა სიმღერა „დინამო“ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა და ამის გამო მათ დაჯარიმებას მოითხოვს:

„ეს იყო პოლიტიკური ამბავი. როგორ შემეძლო მე, ეს გამეკეთებინა?! გამორიცხულია! მაშინ მოედანზე ვიქნებოდი. მე სრულიად კონტრასტულ პარტიასთან მაქვს საქმე. აქციაზე ჯგუფმა „გამოუვალი მდგომარეობა“ ჩემი ნებართვის გარეშე შეასრულა სიმღერა „დინამო“. ეს იყო ამაზრზენი! მე უკვე დავუკავშირდი „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციას“ – (GERA). ისინი ჩემი სახელით დაწერენ საჩივარს და დააჯარიმებენ. და საერთოდ, აეკრძალოს ყველა მომღერალს ჩემი სიმღერების შესრულება, ჩემი ნებართვის გარეშე, თორემ კიდევ დააჯარიმებენ და ღირსებიც იქნებიან“, - განაცხადა ვაჟა აზარაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა