თეგებით ძიება

31 ოქტომბერს „ცისფერმთვარეობაა“ - რითაა ეს დღე უნიკალური და რა საფრთხე მოაქვს ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2020 წლის 31 ოქტომბერი წლის უნიკალური დღეა - ჰელოუინის ღამის ცაზე „ცისფერი მთვარე“ განათდება.

ეს შედარებით იშვიათი მოვლენაა და საშუალოდ ორნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება. ფერადი მთვარის ფენომენი სულაც არ ნიშნავს ციური სხეულის ფერს და დედამიწის თანამგზავრი, სავარაუდოდ, ლურჯად საერთოდ არ გამოჩნდება.

ტერმინი გულისხმობს სავსემთვარობას, რომელიც ერთი თვის შუალედით ჩნდება. დედამიწის ცაზე „ცისფერი მთვარე“ ბოლოს 2018 წლის 31 მარტს გამოჩნდა.

მიჩნეულია, რომ ის ძლიერ მაგიურ ენერგიას ფლობს, ხოლო წლევანდელი „ცისფერი მთვარე“ განსაკუთრებით საშიშია. როგორ დავიცვათ თავი ნეგატიური მაგიური ზემოქმედებისგან, ამას ქვემოთ გაიგებთ.

ვერძი
ასტროლოგები ვერძებს სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ მოუწოდებენ, რომ ახლობელ ადამიანებთან კონფლიქტს თავი აარიდონ. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით და ისინი რომ ნეგატიური არ იყოს, ეცადეთ შინაგანი წონასწორობა შეინარჩუნოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კურო
თვის უკანასკნელ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რომ საკუთარი დაბნეულობის მსხვერპლი არ გახდეთ. ფინანსური პრობლემების გამო მოსალოდნელია კომერციული გარიგების ჩაშლა ან ხელშეკრულების გაუქმება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყურადღებით იყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სირთულეებს ვერ გაუმკლავდებით.

ტყუპები
ტყუპებს ხელსაყრელი დღე ელით, როცა ნებისმიერ საქმეს ადვილად და ძალდატანების გარეშე გაუმკლავდებიან. გირჩევთ ახალი საქმის დაწყებამდე მოქმედების გეგმა შეადგინოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს საძირკველის ჩასხმის დღეა და მის სიმტკიცეზეა დამოკიდებული რამდენად წარმატებული იქნება თქვენი სამომავლო საქმიანობა.

კირჩხიბი
ეცადეთ მთელი ენერგია დაწყებული საქმის დასრულებისკენ მიმართოთ. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია მცირდება, ამიტომ ეცადეთ კარგად ნაცნობი საქმეები აკეთოთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ. გამორიცხული არ არის, რომ სავსემთვარეობას რაღაცეებზე წარმიდგენა შეგეცვლებათ და საკუთარ კეთილდღეობაზე უფრო ენერგიულად ბრძოლას დაიწყებთ.

ლომი
ლომები სავსემთვარეობას ცვლილებებისთვის მზად უნდა იყვნენ. 31 ოქტომბერს ეცადეთ საკუთარ გეგმებს გადახედოთ, რომ დრო არ დაკარგოთ საქმეზე, რომელმაც აქტუალურობა დაკარგა. ნუ გააჭიანურებთ გადაწყვეტილების მიღებას. განსაკუთრებით თუ ის პირად ცხოვრებას ეხება.

ქალწული
კონფლიქტური სიტუაციები მხოლოდ უსიამოვნებას მოგაყენებთ, ამიტომ გირჩევთ მარტო, სხვების დაუხმარებლად იმუშაოთ და ტოქსიკური ადამიანების გვერდით ნაკლები დრო გაატაროთ.

სასწორი
ასტროლოგები სასწორებს ურჩევენ, რომ საბოლოო გადაწყეტილების მიღება არ იჩქარონ. სავსემთვარეობის დღეს ილუზიები შესაძლოა, რეალობად მოგეჩვენოთ და ჩიხში აღმოჩნდეთ. გირჩევთ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე მოუსმინოთ საკუთარ ინტუიციას.

მორიელი
ამ დღემ მორიელებს შეიძლება სახელი და დიდება მოუტანოს, თუ ისინი მთავარი საქმეების კეთებაზე იქნებიან კონცენტრირებული და მეორეხარისხოვანს დაივიწყებენ. სავსემთვარეობას მნიშვნელოვანი საქმეების გადადებას არ გირჩევთ, რომ მერე ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე არ იდარდოთ.

მშვილდოსანი
შინაგან აღმაფრენას გრძნობთ და თუ ენერგიის სასარგებლო საქმისკენ მიმართვას შეძლებთ, უამრავი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრას მოახერხებთ. ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მოვალეობებს არასერიოზულად ეკიდებიან და ისაფრთხოების მოთხოვნებს არ იცავენ, საშიშროება ელით.

თხის რქა
თხის რქებს სავსემთვარეობის დღეს საკუთარი სდაბნეულობის გამო უსიამოვნებები ელით. ასტროლოგები გირჩევენ, რომ შედარებით ადვილ საქმეებზე გადაერთოთ, რომ მოგვიანებით შეცდომების გამოსწორებაზე დრო არ დაკარგოთ.

მერწყული
საშიში დღეა, ამიტომ კონფლიქტები რომ თავიდან აიცილოთ, ეცადეთ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ. მარტოობა დაგეხმარებათ განვლილი გზის შეფასებაში, მომავლის დაგეგმვასადა აქტიური მუშაობისთვის ენერგიის აღდგენაში.

თევზები
ასტროლოგები თევზებს სავსემთვარეობის დღეს დაუფიქრებელი მოქმედებებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. გაითვალისწინეთ, რომ ამან შეიძლება თქვენი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს. ოქტომბრის უკანასკნელ დღეს მნიშვნელოვანია დეტალები, რომლებიც შეცდომის დაშვების საშუალებას არ მოგცემენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა