"მინიმალურია რისკი, რომ არჩევნებზე ადამიანი დაინფიცირდეს" - ამირან გამყრელიძე
„31 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლა უსაფრთხო იქნება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკი მინიმალურია“- ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"დამერწმუნეთ, რომ ძალიან სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა და ისეა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები გათვლილი, რომ მინიმალურია რისკი, იქ ადამიანი დაინფიცირდეს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, აუცილებელია, რომ მივიდეთ არჩევნებზე პირბადით და დარწმუნებული იყავით, რომ მაქსიმალური დაცვა არის გათვალისწინებული, რომ არჩევნებზე ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზარდოს".
ამირან გამყრელიძის თქმითვე, არჩევნებზე პირბადის მოხსნა ადამიანებს 10 წამის განმავლობაში მოუწევთ, რაც საფრთხეს არ წარმოადგენს.
წყარო:newposts.ge