თეგებით ძიება

წლის უნიკალური დღე: 31 ოქტომბრის "ცისფერი სავსემთვარეობა" - "ჩვენს წინაპრებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ჩაფიქრებული სურვილი აუცილებლად ასრულდებოდა"

31 ოქ­ტომ­ბე­რი წლის უნი­კა­ლუ­რი დღეა. ცის­ფერ სავ­სემ­თვრე­ო­ბას ჰე­ლო­უ­ი­ნი და­ემ­თხვა. ჯერ ორი სი­ტყვით ვთქვათ, თუ რა­ტო­მაა სავ­სემ­თვრე­ო­ბა ცის­ფე­რი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, წე­ლი­წად­ში, 29-დღი­ან შუ­ა­ლედ­ში, 12 სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა გვაქვს. თვე­ში ერთი ახალმთვა­რე­ო­ბა და ერ­თიც სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა, მაგ­რამ ოქ­ტომ­ბერ­ში ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და­ემ­თხვა ( პირ­ვე­ლი გვქონ­და 2 ოქ­ტომ­ბერს ), მე­ო­რეს კი ცის­ფე­რი ჰქვია. და­სა­ხე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მთვა­რე ფერს არ შე­იც­ვლის. თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ ცის­ფერ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე, იშ­ვი­ა­თად შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოხ­დეს.

წინა ცის­ფე­რი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა 2018 წლის მარ­ტში გვქონ­და, მო­მა­ვა­ლი კი 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში გვექ­ნე­ბა. ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა კი­დევ იმი­თია გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ჰე­ლო­უ­ი­ნის დღე­სას­წა­ულს ემ­თხვე­ვა. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს , ძვე­ლად მი­აჩ­ნდათ, რომ სიზ­მარ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვა­ზე მი­ი­ღებ­დნენ პა­სუხს, ამი­ტომ ძი­ლის წინ ფიქ­რობ­დნენ კონ­კრე­ტულ თე­მა­ზე. რად­გან ეს დღე მუდ­მი­ვად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მის­ტი­კა­სა და ამო­უც­ნობ­თან, ჩვენს წი­ნაპ­რებს მი­აჩ­ნდათ, რომ ამ დღეს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად ას­რულ­დე­ბო­და . ამი­ტომ ძი­ლის წინ ფურ­ცელ­ზე წერ­დნენ სურ­ვილს ბა­ლი­შის ქვეშ იდებ­დნენ და სამ­ყა­როს მის ას­რუ­ლე­ბას სთხოვ­დნენ. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ყო­ველ­გვა­რი უსი­ა­მოვ­ნე­ბი­სა და ავად­მყო­ფო­ბის­გან გან­სა­კურ­ნებ­ლად კი ასეთ რი­ტუ­ალს მი­მარ­თავ­დნენ: ლენ­ტე­ბად დაჭ­რილ ფურ­ცლებ­ზე წერ­დნენ იმას, რის­გა­ნაც სურ­დათ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა (მაგ., ავად­მყო­ფო­ბა). ფურ­ცლის ერთი ლენ­ტი ერთ სურ­ვილს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. შემ­დეგ ცე­ცხლს უკი­დებ­დნენ და წვავ­დნენ.

ფურ­ცელ­ზე მხო­ლოდ თქვე­ნი პი­რა­დი სირ­თუ­ლე­ე­ბი ჩა­მო­წე­რეთ ან ის მავ­ნე ჩვე­ვე­ბი, რის­გა­ნაც გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გსურთ.

ეცა­დეთ, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დად­გო­მამ­დე აან­თოთ სან­თე­ლი, მო­ი­ა­როთ მთე­ლი ბინა და გა­ა­ნა­თოთ თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე.

აპა­ტი­ოთ ყვე­ლას, ვინც მთვა­რის ამ პე­რი­ოდ­ში გა­წყე­ნი­ნათ.

თუ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბე­ბი მო­გე­ძა­ლათ, მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა, რად­გან ქვეც­ნო­ბი­ერ­მა ისი­ნი გა­მო­ავ­ლი­ნა, ე.ი. მათ­ზე მუ­შა­ო­ბა მო­გი­წევთ.

თუ ვი­ღა­ცამ გა­წყე­ნი­ნათ, ის­წავ­ლეთ პა­ტი­ე­ბა, რად­გან წყე­ნა თქვენ და­გან­გრევთ და არა მას.

თუ სა­კუ­თარ თავს ადა­ნა­შა­უ­ლებთ რა­მე­ში, აპა­ტი­ეთ სა­კუ­თარ თავს, რათა უხი­ლა­ვი სიმ­ძი­მე­ე­ბით არ და­იტ­ვირ­თოთ ცხოვ­რე­ბა. გახ­სოვ­დეთ, სა­კუ­თა­რი თავი ყვე­ლა­ზე მე­ტად უნდა გიყ­ვარ­დეთ.

თუ ში­შე­ბი მო­გე­ძა­ლე­ბათ, მის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მი­მარ­თეთ მე­დი­ტა­ცი­ას. რაც უფრო სწრა­ფად გა­და­აქ­ცევთ თქვენს მი­ნუ­სებს პლუ­სად მით უკე­თე­სია თქვენ­თვის.

სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე ყვე­ლა ემო­ცი­უ­რად აღ­გზნე­ბუ­ლია. ამი­ტომ, გა­უფრ­თხილ­დით რო­გორც სა­კუ­თარ, ისე გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ნერ­ვებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა აე­წი­ოს წნე­ვა ან ას­ტკივ­დეს თავი. ეცა­დეთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ არც ფი­ზი­კუ­რად, არც სუ­ლი­ე­რად და არც გო­ნებ­რი­ვად. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე და პლუს-მი­ნუს ერთი დღე არ მი­ი­ღოთ ალ­კოჰო­ლი. მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ავ­ლი­ნეთ სა­ჭეს­თან, ფე­ხით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სა­საც. აკონ­ტრო­ლეთ ბავ­შვე­ბი, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა მათ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბით მოქ­მე­დებს; მათ­ში შე­იძ­ლე­ბა აღ­გზნე­ბა­დო­ბამ, და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის სურ­ვილ­მა მო­ი­მა­ტოს. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა (პლუს-მი­ნუს 1 დღე) გა­ა­ტა­რეთ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბა­ზე, ში­შე­ბი­სა და გან­ცდე­ბის გა­რე­შე. ნუ გან­კი­ცხავთ გარ­შე­მო მყო­ფებს. მა­თაც კი, ვინც ხუმ­რო­ბის­თვის ქუ­ჩა­ში გავ­ლე­ლებს აში­ნებს. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით ნე­გა­ტივ­ზე.

ახლა კი ორი სი­ტყვით მი­მო­ვი­ხი­ლოთ თა­ვად სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის დღეს...

31 ოქ­ტომ­ბერს მზე მო­რი­ე­ლის მე­ცხრე გრა­დუს­შია; მთვა­რე - კუ­როს მე­ცხრე გრა­დუს­ში. ეს ორი ნი­შა­ნი ერ­თმა­ნე­თის სა­პი­რის­პი­რო­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი და ორი მთა­ვა­რი მნა­თო­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს. მთვა­რე ზუსტ შე­ერ­თე­ბა­შია თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ის პლა­ნე­ტა ურან­თან . რამ­დე­ნი­მე დღის წინ კუ­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლა მაც­დუ­ნე­ბელ­მა შავ­მა მთვა­რე­მაც . ხოლო მო­რი­ელ­ში, მზეს­თან ერ­თად მდე­ბა­რე­ობს თეთ­რი მთვა­რეც, მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზის სიმ­ბო­ლო. მთვა­რი­სა და შე­სა­ბა­მი­სად, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის მდე­ბა­რე­ო­ბა კუ­რო­ში მა­ტე­რი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე დაგ­ვა­ფიქ­რებს. პლუს იქ­ვეა შავი მთვა­რეც. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდე­ბათ არ­სე­ბუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და­ნა­ზო­გის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის და­კარ­გვის სა­შიშ­რო­ე­ბა.

კურო ეს არის მა­ტე­რი­ა­ლუ­რის დაგ­რო­ვე­ბი­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სიმ­ბო­ლო, ხოლო მო­რი­ე­ლი - კი არის ტრანსფორ­მა­ცი­ის ნი­შა­ნი, სუ­ლი­ე­რე­ბის შეს­წავ­ლის, - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი კა­ნო­ნე­ბის. ხში­რად ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი მო­თხოვ­ნე­ბი დი­სო­ნანს იწ­ვევს ადა­მი­ა­ნებ­ში და არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე გვა­ყე­ნებს: მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი. რა უფრო უპი­რა­ტე­სია, რა გზა ავირ­ჩი­ოთ? ჰოდა, ეს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაც სწო­რედ ამ სა­კი­თხზე დაგ­ვა­ფიქ­რებს, რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ წო­ნას­წო­რო­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ­სა და სუ­ლი­ერს შო­რის? გირ­ჩევთ, იყოთ კე­თილ­გო­ნი­ე­რი და სიყ­ვა­რუ­ლით იმოქ­მე­დოთ.

ბედ­ნი­ერ და მშვიდ სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას გი­სურ­ვებთ!


ავტორი:
რუსა გელაშვილი

წყარო:astrologi.ambebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა