1 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის 1 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
ამ დღეს იღბალი თქვენს მხარეზეა და ნებისმიერ საქმეში პლანეტების მხარდაჭერას გრძნობთ. ამ დღეს ბევრი ფიქრი და ანალიზი საჭირო არ არის. შეგიძლიათ მთელი დღე ემოციების გარეშე გაატაროთ და ცხოვრებით დატკბეთ. სულელური და უმიზეზო ეჭვიანობა განწყობას გაგიფუჭებთ.
კურო
შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ დიდი პროექტის განხორციელებას. წარმატება აშკარად გარანტირებული გაქვთ. ნუ გადადებთ ხვალისთვის საქმეს, რომლის გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ და სუფთა სინდისით დაიძინებთ. გამორიცხული არ არის, რომ სწორედ მაშინ შეჩერდეთ, როცა წარმატებამდე ერთი ნაბიჯი დაგრჩათ.
ტყუპები
ახლის სწავლა და შეცნობა გვიან არასოდეს არის, ამიტომ შეგიძლიათ საქმეს თამამად შეუდგეთ. იდეალური დღეა იმისთვის, რომ დიდი ხნის წინ მოცემული დაპირება გაიხსენოთ. თუ გსურთ, რომ ავტორიტეტის შელახვას გადაურჩეთ საკუთარ მოვალეობებს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.
კირჩხიბი
დაფიქრდით, იქნებ მეორე ნახევარს საკმარის დროს და ყურადღებას არ უთმობთ? ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი გამოასწოროთ. ნუ ეცდებით თავი იმად წარმოაჩინოთ, ვინც არ ხართ. სიყალბე ადვილი შესამჩნევია. ერიდეთ ექსპერიმენტების ჩატარებას და კარგად გაკვალულ გზაზე იარეთ. ასე შეცდომას თავიდან აიცილებთ.
ლომი
თუ გრძნობთ, რომ თანდათან ფორმასკარგავთ, ვარჯიში დღესვე დაიწყეთ. კეთილი საქმე, რომელსაც ამ დღეს გააკეთებთ სულიერ სიმშვიდეს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ. შესაძლოა, რაღაც ისეთის დაუფლება მოინდომოთ, რაც თქვენ არ გეკუთვნით. კარგად დაფიქრდით, სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ.
ქალწული
ამ დღეს შექმნილი ვითარებიდან სწორი დასკვნის გამოტანას შეძლებთ. ნებისმიერი კითხვა გაღიზიანებთ და ზოგჯერ უხეშიც ხდებით, მაგრამ თუ გსურთ, რომ რომ ეს დღე საკუთარ თავსაც და სხვებსაც არ გაუფუჭოთ, ადამიანების მიმართ მეტი მოთმინება და კორექტულობა გამოიჩინეთ . სავარაუდოდ, მნიშვნელოვან დროს ინტუიცია გიღალატებთ.
სასწორი
ხალისიანი დღეა, რომელიც მხიარულ ხასიათზე დაგაყენებთ. კარაოკე? რატომაც არა. ესეც ხომ ძალიან სასაცილოა. კარგი იქნება თუ სპორტის არსებობის შესახებ ხანდახან მაინც გაიხსენებთ და ვარჯიშს შეუდგებით.
მორიელი
ამ დღეს ნებისმიერ ცოდნას ადვილად ითვისებთ, ამიტომ ეცადეთ მომენტი გამოიყენოთ და იმ საგნის შესწავლა დაიწყოთ, რომელიც აქამდე გაშინებდათ. გირჩევთ არაფერი შეცვალოთ. დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორცაა. შესაძლოა, ამ დღეს უფროსი თქვენი საქმიანობით უკმაყოფილო დარჩეს.
მშვილდოსანი
გათავისუფლდით ყველაფრისგან რაც განვითარებასა და წინსვლაში ხელს გიშლით. ამ დღეს თავს იმ გემივით გრძნობთ, რომლის მართვა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. დღის მეორე ნახევარში ბედნიერ ბავშვობას გაიხსენებთ და უკან დაბრუნება მოგინდებათ.
თხის რქა
შესაძლოა, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, სადაც „გამეორება ცოდნის დედაა“. გირჩევთ უცხო ენების შემსავლელ კურსებზე ჩაეწეროთ. გამორიცხული არ არის, რომ შესანიშნავი განწყობა რაღაც უმნიშვნელო წვრილმანმა გაგიფუჭოთ.
მერწყული
ამ დღეს მცირე ოდენობით ფულის დახარჯვით უდიდეს სიამოვნებას მიიღებთ. შესაძლოა, ვიღაცას მნიშვნელოვანი რჩევა მისცეთ ან მხარდაჭერა გამოუცხადოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე უფროსთან ფინანსურ საკითხებზე სასაუბროდ არახელსაყრელია.
თევზები
შესაძლოა, ამ დრეს ძველიდა კარგად დავიწყებული ვალი დაგიბრუნონ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. დაფიქრდით ახალმა სიყვარულმა ძველი მეგობრებიხომარ დაგავიწყათ? ვარსკვლავები ამბობენ, რომ ვიღაც თქვენზე გაბრაზებულია. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ ასჯერ გაზომეთ.