თეგებით ძიება

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის 2 ნოემბერს წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს ვერძები მთელი დღე ადრენალინის ძიებაში იქნებიან. მოგინდებათ წარსულში დაბრუნება, მაგრამ მოუფრთხილდით იმ ადამიანს, ვინც გვერდით გყავთ.

კურო
დღეს კუროებს ისეთი განცდა ექნებათ, რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს. ისიამოვნეთ და დატკბით ცხოვრებით. გათავისუფლდით უსიამოვნო ფიქრებისგან, თორემ შესაძლოა, მოწყენილი დღე გქონდეთ.

ტყუპები
გამოსცადეთ საკუთარი თავი ახალ საქმეში, ამან შესაძლოა წარმატება მოგიტანოთ. ტყუპებისთვის შესაძლოა საინტერესო ახალი ნაცნობობა, მაგრამ თუ არ გსურთ მეგობრების გარეშე დარჩეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ძველი მეგობარი ახალ მეგობარზე უკეთესია.

კირჩხიბი
კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს ხალხმრავალ ადგილებში გაატარებთ. ეს ხომ ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ. ფრთხილად იყავით, ისეთი არაფერი წამოიწყოთ და დაგეგმოთ, რასაც სინდისი არ გიკარნახებთ.

ლომი
დღეს ლომებისთვის საკუთარი მჭერმეტყველების ნიჭის გამოვლენის დღეა. შესაძლებლობა გექნებათ, გარშემომყოფების ყურადღება თქვენი საუბრით მიიპყროთ. მაგრამ გაითვალისწინეთ სხვებიც და ყურადღებით მოუსმინეთ რასაც თქვენზე იტყვიან, თუმცა, მათ ნათქვამზე არ ჩაიციკლოთ.

ქალწული
დღის ყველა სიახლეს მშვიდად უნდა შეხვდეთ. სცადეთ და საღამოს განიტვირთეთ, არაფერზე არ იფიქროთ, პრობლემებს ხვალ დაუბრუნდით, ისინი მაინც არსად არ გაიქცევიან.

სასწორი
უარი თქვით ისეთ სამოსზე, რომელშიც თავს კომფორტულად არ გრძნობთ. დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ სხვების დანაპირებს, რადგან შესაძლოა, იმედგაცრუება იწვნიოთ. დღეს გაქვთ შანსი, პასუხი გასცეთ იმ კითხვას, რომელიც დიდი ხნია გაწუხებთ და ამით შვებას იგრძნობთ.

მორიელი
არ დარჩეთ მნიშვნელოვანი მოვლენების მიღმა, იყავით აქტიური. არ ენდოთ ახალგაცნობილ ადადმიანებს, ეს დღე შესაფერისი არაა გულახდილობისთვის.

მშვილდოსანი
დაურეკეთ და მოიკითხეთ მშობლები. უმჯობესი იქნება თუ მათ პირადად მოინახულებთ. თქვენთვის აუცილებელია ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა. თუ ვინმე თქვენს მიმართ აგრესიას გამოხატავს, ეცადეთ, პასუხი არ დაუბრუნოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

თხის რქა
უმჯობესი იქნება, თუ არ დაგეგმავთ შორეულ მოგზაურობას. არ გააკრიტიკოთ არავინ, რადგან თქვენი კრიტიკა შეიძლება დამახინჯებული სახით მიაწოდონ ადრსატს, რაც გაუგებრობას გამოიწვევს.

მერწყული
მუსიკა დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ გუნება-განწყობილება. ჩართეთ საყვარელი მელოდია ხმამაღლა. დაგჭირდებათ გარკვეული დრო, რომ შეძლოთ სამუშაოზე კონცენტრირდეთ. მერწყულებო, ნუ გგონიათ თავი ყოვლისშემძლეები, ნუ ცდილობთ იმ ყველაფრის შეცვლას, რაც შეუძლებელია.

თევზები
თევზებო, იზრუნეთ საკუთარ თავზე თვითონ. შესაძლოა მეორე ნახევართან მცირე გაუგებრობა და კონფლიქტი, ამიტომ, იყავით მომთმენები, თუ არ გსურთ კამათი საყვარელ ადამიანთან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა