თეგებით ძიება
02. 11. 2020 COVID - 19

კორონავიირუსი პრემიერის დაცვის კიდევ 2 წევრს დაუდასტურდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მანამდე კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – დაწერა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა