საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს გარდაცვალების შემთხვევებიც. შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარაში – ექვსი ადამიანი, ხოლო კახეთში – ერთი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 342 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.