ეკონომიკის მინისტრი თვითიზოლაციაშია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში იმყოფება.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ მინისტრის თვითიზოლაციაში გადასვლის მიზეზი კოვიდინფიცირებულთან ახლო კონტაქტია.
„კოვიდინფიცირებულთან მჭიდრო კონტაქტის გამო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა თვითიზოლაციაში გადავიდა. ამ ეტაპისთვის მას არ აღენიშნება „კოვიდ 19“-სთვის დამახასიათებელი რამე სიმპტომი და თავს კარგად გრძნობს“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.