თეგებით ძიება

ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტარო – ძველეგვიპტელების გამოგონილი ბანქოა, რომელშიც ცოდნის და განათლების ღმერთის – ტოტის სიბრძნეა ჩადებული და მჭიდრო ბმაშია ასტროლოგიასთან.

ის, ვინც ყველაფერს ემოციურად, შეგრძნების დონეზე აღიქვამს – საკუთარ ქვეცნობიერს ააქტიურებს, რადგან როცა ცნობიერი ანუ ლოგიკა და კრიტიკული აზროვნება ითიშება, სწორედ ქვეცნობიერი ირთვება.

ასოციაციურად აღიქვამს ადამიანი ტაროს ბანქოსაც, რომელსაც ემოციებით შიფრავს, ყველა ნიუანსის მნიშვნელობის მცოდნე სპეციალისტი კი, მის შიშებს, კომპლექსებს განსაზღვრავს და ცდილობს პრობლემის აღმოფხვრას.

ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით


"ნევილის ტაროლოგია" ჩვენ მკითხველს 2-8 ნოემბრის კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ზოგადი სიტუაცია ვერძებისთვის - ეს პერიოდი განდეგილობის პერიოდი იქნება. ყველაფრისგან დაღლილებს სურვილი ექნებათ გაეცალონ ყოველდღიურობას. იყვნენ მარტო საკუთარ ფიქრებთან და სურვილებთან. არავისთან კონტაქტის სურვილი არ ექნებათ, მაგრამ სამყარო ურჩევთ, რომ არ მიეცნენ ნეგატურ ფიქრებს. თქვენთვის უკეთესია როდესაც საქმით ხართ დაკავებული და ნაკლები დრო გრჩებათ რაიმე ცხოვრებისეულ საკითხებზე საფიქრალად.
სიყვარულის კუთხით, ისინი ვინც ურთიერთობაში იმყოფებიან, ექნებათ მცირეხნიანი პაუზა, სურვილი, გაეცალონ პარტნიორს და გაანალიზონ, რეალურად რა პერსპექტივა აქვს მათ ურთიერთობას. ხოლო ისინი ვინც საწყის ეტაპზე არიან, მათთვის ახალ ეტაპზე გადასვლის პერიოდი იქნება. სამყარო გირჩევთ გამოიჩინოთ მოთმინება.
ფინანსების კუთხით სიძლიერე გაქვთ ამ კვირაში, მეტად გაქვთ ფინანსური ენერგის მხარდაჭერა. ასევე შესაძლებელია, ვინც გარკვეული დრო ელოდებოდით ფინანსურ ნამატს, ამ კვირაში ეს საქმე გამოვიდეს. წარმატებული იქნება ნებისმიერი ფინანსური საქმიანობის წამოწყება.

კურო
ზოგადი სიტუაცია კუროებისთვის - მიმდინარე კვირა თქვენთვის ჰარმონიული და მხიარულების მომტანი კვირა იქნება. ეს არის პერიოდი, როდესაც იმყოფებით გამარჯვებულის პოზიციაში, გექნებათ ახალი შემოთავაზებები, ახალი გზების გახსნა, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ წარმართავს.
სიყვარულის კუთხით სტაბილურობა გელით. გაქვთ პერიოდი როდესაც ყველაფერი დალაგებულია და ჰარმონიულადაა. შესაძლებელია საყვარელ ადამიანთან ერთად გზაზე წასვლა. ხოლო მათ, ვისაც არ გაყავთ პარტნიორი, საუკეთესო პერიოდია ურთიერთბების დასაწყებად.
ფინანსების კუთხით დაულაგებელი სიტუაცია გექნებათ. ხართ მფლანგველი ამ კვირაში როგორც არასდროს, ვერ უყრით თავს ფინანსების შეგროვებას და მუდმივად სამყაროზე და გარშემომყოფებზე ხართ განაწყენებული. სამყარო გირჩევთ თავი შეიკავოთ რაიმე სერიოზული ფინანსური ქმედებებისგან.

ტყუპები
ზოგადი ფონი ტყუპებისთვის - ეს კვირა თქვენთვის დახმარების პერიოდი იქნება. თუ რაიმე საქმე არ გამოგდით, ან უშუალოდ პრობლემური სიტუაცის წინაშე დგახართ, აუცილებლად გამოჩნდებიან თქვენს გვერდით ადამიანები, ვინც ამ სიტუაციების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ნუ იქნებით ამაყი და თუ ხედავთ, რომ რაიმე მარტოს არ გამოგდით, ითხოვეთ დახმარება. აქვე მეორე მომენტია ის, რომ ცდუნებების პერიოდი გექნებათ. მუდმივად გამოგცდით საამყარო, გექნებათ სიტუაციები, სადაც უნდა არჩიოთ ორი სიტუაციდან ერთი. შესაბამისად, არჩეული სიტუაციის შესაბამისად წარიმართება თქვენი ცხოვრება.
სიყვარულის კუთხით ამ პერიოდში არ გიმართლებთ. შესაძლებელია კამათი და უსიამოვნებები. თავი მიუძღვენით სულიერებას, აწონ-დაწონეთ რა არის თქვენში მნიშვნელოვანი და რას ითხოვთ ურთიერთობისგან. დროა უკვე გაიზარდოთ!
ფინანსებს რაც შეეხება, მათ, ვისაც რაიმე სასამართლოებრივი საქმესთან ქონდა პრობლემა და ინტერესებს სიტუაცია როგორ წარიმართება, გილოცავთ, საქმე თქვენს სასიკეთოდ იქნება დასრულებული. უშუალოდ ფინანსებს რაც შეეხება ამ მხრივ ყველაფერი კარგად გაქვთ.

კირჩხიბი
ეს პერიოდი თქვენთვის ტრანსფორმაციების პერიოდია. ის ყველაფერი, რაც თქვენ თავში არ მოგწონდათ, ის შეცდომები, რასაც მუდმივად უშვებდით, ეს უნდა წარსულს ჩააბაროთ, უნდა მოხდინოთ სრული ტრანსფორმაცია, რადგან ეს აუცილებელია, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს. თქვენ თუ ამას მოახერხებთ, იქნებით მეტად გაწონასწორებული ემოციურად და უფრო მეტი სასიკეთო გზები გაგეხსნებათ.
სიყვარულის კუთხით სურვილი გაქვთ რომ გქონდეთ პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ გარემო ფაქტორების გამო ხელი გეშლებათ. იმყოფებით ისევ მარტოობის პოზიციაში, მაგრამ არ იდარდოთ, მალე ეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ფინანსებს რაც შეეხება, ნუ იქნებით რადიკალური დ ანუ მიიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს. სამყარო გაყენებთ არჩევანის წინაშე - გაქვთ ორი ფინანსური სიტუაცია ერთი რომელიც ძალიან კარგი და სარფიანია, ხოლმე მეორე ნაკლებ შემოსავლიანი. იმოქმედეთ ცივი გონებით ჩართეთ ლოგიკა და შედეგიც შესაბამისი გექნებათ.

ლომი
ზოგადი ფონი ლომებისთვის - ამ კვირაში დიდი გამოცდების პერიოდი გელით, გექნებათ ხშირად ცდუნების მომენტებიც. ის, რაც იცით, რომ არ შეილება გაკეთოთ, ხშირად ამისკენ უფრო გადაიხრებით. ეცადეთ აკონტროლოთ სურვილები და მოთხოვინელბები. „ბოროტი“ ეცდება გაცდუნოთ, მაგრამ თქვენ თუ ამ გამოცდებს გადალახავთ, წინ ძალიან კარგი პერიოდი და კარგი სიტუაციების განვითარება გელით.
სიყვარულის კუთხით კამათები და დაულაგებელი სიტაუაციები გექნებათ. ასევე შესაძლებელია ურთიერთობების დასრულება. აკონტროლეთ ქმედებები, ისეთი რამ არ გაკეთოთ, რასაც მერე ინანებთ...
ფინანსური კუთხით ილუზიებში იმყოფებით, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ. ხშირად ანხორციელებთ დაუფიქრებელ ნაბიჯებს, ან ენდობით ისეთ ხალხს, ვისი ნდობაც არ შეილება და ამიტომ წაგებულ პოზიციაში ხვდებით და გაქვთ ფინანსური დანაკარგი. ამ კვირაშიც იგივე სიტუაცია გაქვთ ეცადეთ აკონტროლოთ ეს ყველაფერი.

ქალწული
ზოგადი ფონი ქალწულებისთვის - თქვენ მუდმივად წრეზე დადიხართ, იგივე ცხოვრებისეულ შეცდომებს უშვებთ, რასაც წარსულში ანხორციელებდით. შესაბამისად, შედეგიც მუდამ მძიმეა. სანამ არ გამოხვალთ ამ წრიული სიტუაციდან, იმედგაცრუებები მუდმივად თქვენი ცხოვრების თანმხვედრი იქნება. ყურადღება მიაქციეთ ფინანსების მხარეს.
სიყვარულის კუთხით სიტუაცია დალაგებულია და ჰარმონიული. ერთადერთი ნიუანსი, რაც გასათვალისწინებელია, ის არის, რომ ნუ ხართ მსხვერპლის პოზიციაში, ნუ გაქვთ უსაზღვრო თავგანწირვის თვისება. არავინ არ იმსახურებს, რომ თავი შესწიროთ, მითუმეტს თუ ის ამას არც გთხოვთ და თქვენი სურვილისამებრ ხდება. ნუ ხართ მიჯაჭვული.
ფინანსებს რაც შეეხება, გაქვთ ახალი საწყისი და სიტუაციის გარისკვის მომენტიც. გაანალიზეთ ის, რის განხორციელებასაც აპირებთ. ფინანსების მხრივ გაანალიზეთ რის პოტენციალი გაქვთ რომ შემდგომ რაიმე გაუთვალისწინებელ სირთულეებს არ შეეჯახოთ.

სასწორი
ზოგადი ფონი სასწორებისთვის - ამ კვირაში მოგიწევთ თქვენ შინაგან პიროვნებასთან ჭიდილი. გჭირდებათ გააანალიზოთ რას ელით ამ ცხოვრებისგან? რა გსურთ? და მსგავსი მნიშვნელოვანის საკითხების გადაწტყვეტა.
სიყვარულის კუთხით, ისინი, ვინც რაიმე განვითარებას ელოდებოდით, ამ კუთხით შედეგს გამოიღებს, სასურველის მიღწევა და ახალ საფეხურზე გადასვლა გიჩანთ. ასევე, არის დაორსულების დიდი ალბათობა. სხვა მხრივ სიყვარულის კუთხით ყველაფერი სტაბილურია და ჰარმონიულია, უკეთეს მდგომარეობას ვერც ინატრებს ადამიანი.
რაც შეეხება ფინანსებს, ამ კუთხით გმართებთ ვარდისფერი სათვალის მოხსნა. რეალობას მოწყვეტილი ხართ, რაღაცას ელით თითქოს რომ გამოვა ფინანსების კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ ეს მხოლოდ ილუზიებია და მეტი არაფერი. ჩახედეთ რეალობას თვალებში და მიიღეთ ისეთი როგორცაა. ასევე შესაძლებელია ითქვას კარმულ პერიოდსაც გაივლით ფინანსების კუთხით.

მორიელი
აქამდე რაც რთული პერიოდი გქონდათ, ამ კვირაში ნელ-ნელა ეს რთული პერიოდი ალაგდება. ის ფინანსური სიმძიმე, რასაც აქამდე განიცდიდით, დალაგდება და გამოსწორდება სიტუაცია უკეთესობიკენ.
სიყვარულს რაც შეეხება, სამყარო მოგიწოდებთ გამოიჩინოთ აქტიურობა, ნუ ხართ განდეგილ პოზიციაში, მოდუნებული, როცა ადამიანს არაფრის სურვილი არ აქვს. ეს ის პერიოდია, როდესაც სამყარო მეტად გწყალობთ და შანსი გეძლევათ სიყვარულის კუთხით რაღაც შეცვალოთ.
ფინანსების სფეროს რაც შეეხება, საჭიროა იმოქედოთ ცივი გონებით. გექნებათ რამდენიმე საწყისი გზა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია, უბრალოდ უნდა გამოიჩინოთ ყურადღება და იმოქმედოთ ცივი გონებით. არ მისცეთ უფლება ემოციებს, გაჯობონ.

მშვილდოსანი
ამ კვირაში ილუზიების დამსხვრევის პერიოდი გაქვთ. მიღებთ სიტუაციებს სწორად და ნათლად, ისე, როგორცაა, ისე როგორც არასდროს. მენტალური აზროვნება ძლიერი და გააქტიურებული გექნებათ, რაც დაგეხმარებთ ბევრი სიტუაცის მოგვარებში.
სიყვარულის კუთხით ახალი გამოწვევები გელით. შესაძლებელია რომანტიული შეხვედრა ან უშუალოდ გაცნობა პიროვნების, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.
ფინანსებს რაც შეხება, მომენტალური განულების პერიოდი გაქვთ. როგორც იტყვიან „ჯიბეების დაცაირელიების“ პერიოდი იქნება. ეს საჭიროა, რადგანშსემდეგ უფრო მყარად დადგეთ ფეხზე და შეძლოთ სტაბილური ფინანსური საქმიანობის წარმოება, რაც შედეგის მომტანი იქნება ნამდვილად.

თხის რქა
ეს კვირა შედარებით მძიმე იქნება ემოციურ კუთხით. გექნებათ სანერვიულო სიტუაციები. მოგიწევთ ისეთი პრობლემური სიტუაციების შეჭიდება, რომლის გადალახვას მარტოვერ შეძლებთ. ითხოვეთ დახმარება, რომ ეს რთული სიტუაციები მოაგვაროთ.
სიყვარულს რაც შეხება, მოსალოდნელია ურთიერთობის განულება, სიტუაცის გარკვევა და წერტილის დასმა ერთხელ და სამუდამოდ. თუმცა, აქვე გაგეხსნებათ პერსპექტივა ახალი ურთიერთობის საწყისების.
ფინანსების მხარეს რაც შეეხება, გექნებათ შემოთავაზება, რომელზე დაფიქრება გჭირდებათ - ახალი სამსახური, ბიზნეს იდეა და ყველაფერი ის, რაც უშუალოდ ეხება ფინანსებს. დაფიქრდით, ბოლომდე გაერკვიეთ სიტუაციაში, რომ არ დარჩეთ მოტყუებულის პოზიციაში.

მერწყული
ამ კვირაში გექნებათ ახალი შემოთავაზებები, გზების გახსნა, რომელიც თქვენს ფინანსურ მხარეს უკეთესობისკენ შეცვლის. გამოიჩინეთ მოთმინება და დაელოდეთ სიტუაციების განვითარებას.
სიყვარულის მხარეს რაც შეეხება, აქაც მოთმინების გამოჩენისკენ მოგიწოდებთ სამყარო. გინდათ რომ წინსვლა იყოს, რაღაც განვითარება ქონდეს და ეს გაყინული სიტუაცია დაიძრას, მაგრამ ისევ და ისევ, ყველაფერი დროის საკითხია, ნუ ხართ სულ სწრაფი. როდესაც იმედი გადაწურული გენქნებათ და ნაკლებად ელოდებით ცვლილებებს, ზუსტად მაშინ მოხდება „სასწაული“.
ფინანსებს რაც შეეხება, თქვენს ცხოვრებაში არის პიროვნება, რომელიც ავტორიტეტულია, აქვს ბევრი შესაძლებლობები. ზუსტად ეს პიროვნება დაგეხმარებათ ამ კვირაში ფინანსური მხარების მოგვარებაში. შესაძლებელია სამსახურის შემოთავაზებაც.

თევზები
გამოღვიძების პერიოდი გაქვთ. საკითხები, რასაც ადრე ნაკლებ დროს უთმობდით ან თქვენთვის უინტერესო იყო, ამ კვირაში ეს ყველაფერი თქვენს დაინტერესებას გამოიწვევს. ცხოვრებას სხვანაირი კუთხით დაუწყებთ ყურებას, ბევრ რამეზე თვალი აგეხილებთ. ასევე, ის შრომა, რაც აქამდე ჩადებული გქონდათ თქვენს ცხოვრებისეულ საკითხებში, დაფასებული იქნება და ცხოვრება "მოსავლის აღების" პერიოდს დაემსგავსება.
სიყვარულის კუთხით ურთიერთობების გარკვევის პერიოდია. შესაძლებებია წერტილის დასმა და გადაწყვეტა, რა, როგორ და რანაირად წარიმართება. მათთვის კი, ვინც იმყოფებიან ურთიერთობის საწყის ეტაპზე, განვითარება კარგის კუთხით. უჩანს შესაძლებელია ფიზიკური კონტაქტის დამყარებაც და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლაც.
ფინანსების კუთხეს რაც შეხება, ამ მხრივ გაჩერებული მდგომარეობაა. ყველაფერი უცვლელია, როგორც იყო ისევე დარჩება.

პროგნოზის ავტორი: ნევილის ტაროლოგია

https://www.facebook.com/NevilisTarologia/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა