მძიმე ეპიდვითარება საქართველოში - კორონავირუსით ინფიცირებული 230 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის ბერდია სიჭინავას ინფორმაციითთ, დღეის მდგომარეობით, კლინიკაში 4 293 ადამიანი მკურნალობს, კოვიდ-სასტუმროში 2 236 პირია, 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, თვითიზოლაციაში კი 29 876 ადამიანი იმყოფება. დღეის მდგომარეობით, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411.
„4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 125, აჭარაში - 709. მძიმე პაციენტი არის 519, მათ შორის, თბილისში - 279, აჭარაში - 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - მათ შორის, თბილისში - 100, აჭარაში - 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 - აჭარაში, ხოლო 837 - თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 609, აჭარაში-1 419.
სულ 6 ოქტომბრის - 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 10 982 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი, საიდანაც თბილისში - 2 867 პირი, აჭარაში - 13 341, იმერეთში - 3 813“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
წყარო:newposts.ge