სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა
სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში, 89 ბლოკი (17 800 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის 3 ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. სამივე ფაქტზე, საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
წყარო:newposts.ge